თურქეთი ევროკავშირში შესვლას 2023 წელს გეგმავს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ამ დროისათვის არ არის ევროკავშირში შესვლისთვის აუცილებელი პირობები,
თურქეთის ელჩის სელიმ ენელის აზრით, უახლოეს დროში შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში შესასვლელად თურქეთმა 72 პირობა უნდა შეასრულოს - რომელთა უმეტესობა საკონონმდებლო ცვლილებებთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, ევროპის ქვეყნებთან საიმიგრაციო გარიგებამ ანკარას სავიზო რეჟიმის მოსალოდნელი გაუქმება ვერ მოუტანა.
მეტწილად, ამის მიზეზად, ანტიტერორისტულ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე თურქეთის უარი იქცა. გარდა ამისა, ევროკავშირმა და აშშ-მა, თურქეთის ხელისუფლების მიერ სამხედრო გადატრიალების შემდგ განხორციელებული "წმენდები" დაგმეს.
მასალის გამოყენების პირობები