მსოფლიო
ლიტვის სეიმში, სავარაუდოდ, 7 პარტია შევა
ლიტვის ახალი მოწვევის სეიმში (პარლამნეტში), წინასწარი შეფასებებით, შვიდი პოლიტიკური ძალა ლიდერობს. სააგენტო "დოიჩე ველეს"- ს ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, ოპოზიციური პარტია იმარჯვებს. უკვე დათვლილია საარჩევნო უბნების ნახევარი, რომლის მიხედვითაც, პარტია "გლეხთა და მწვანეთა კავშირი" იმარჯვებს 24,6 პროცენტით.

მეორე ადგილზე "კონსერვატიული პარტიაა" ხმათა 17,1 პროცენტით. ლიდერების სამეულს "ლიტვის სოციალ-დემოკრატიული პარტია" ასრულებს, რომელსაც რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალგირდას ბუტკიავიჩიუსი ხელმძღვანელობს.

გარდა ამისა, სეიმში შევა რესპუბლიკის ექს-პრეზიდენტის როლანდ პაქსასის პარტია " წესრიგი და სამართლიანობა", ასევე "ლიბერალების პარტია",
"შრომის პარტია" და "ლიტვის პოლონელების საარჩევნო აქცია - ქრისტიანული ოჯახების კავშირი".

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ, შესაძლოა, შედეგები ხმის დათვლის დასრულების შემდეგ კიდევ შეიცვალოს.

საპარლამენტო არჩევნები ლიტვაში 9 ოქტომბერს გაიმართა. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 12 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.