ზუგდიდელი სამოქალაქო აქტივისტები სამტრედიაში დაგეგმილ საპროტესტო აქციას უერთდებიან
ქუთაისის შემდეგ აქციამდე ერთი დღით ადრე ზუგდიდშიც გამოჩნდა სტენსილ
რომელზეც გარდაცვლილი დემურ სტურუას
სიტყვები მისივე ხელწერითაა დატანილი.
"დემურ სტურუასთვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!"- აქცია მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ შაბათს სამტრედიაში დაიგეგმა.
22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გამოძიებას
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი
აწარმოებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე
(უფლებამოსილების გადამეტება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა)
მუხლებით მიმდინარეობს.
"დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უგუნური პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს," - ნათქვამია აქციის ფეისბუქ გვერდზე.
ფოტოს ავტორი: მიშკა ძიძიგური
"დემურ სტურუასთვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ!"- აქცია მოძრაობა "თეთრი ხმაურის" მიერ შაბათს სამტრედიაში დაიგეგმა.
"დემურ სტურუას თვითმკვლელობის აქტი საპროტესტო გზავნილია, რომელიც თითოეულ მოქალაქეს მოგვემართება. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული უგუნური პოლიციური ძალადობა საკადრის პასუხს საჭიროებს," - ნათქვამია აქციის ფეისბუქ გვერდზე.
ფოტოს ავტორი: მიშკა ძიძიგური
მასალის გამოყენების პირობები