ნიკა გვარამია დაკითხვაზეა დაბარებული
სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა
გვარამია შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტში 3 ნოემბერს დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ
ინფორმაციას ,,რუსთავი 2” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, გვარამია კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზეა დაბარებული.
შსს-მ ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე გამოძიება მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

მასალის გამოყენების პირობები