სპორტი
სამტრედიაში გამართულ მატჩში "ზუგდიდი" დამარცხდა (ვიდეო)
თამაში ზუგდიდის "ზუგდიდსა" და ბოლნისის "სიონს" შორის ბოლნისელთა გამარჯვებით - 0:3 დასრულდა. "სიონის" ფეხბურთელებმა პირველი გოლი დანიშნული თერთმეტმეტრიანის შედეგად გაიტანეს.

სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. ორივე გუნდის გულშემატკივრები აქტიურად უჭერდნენ მხარს კლუბებს. მსაჯების მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ზუგდიდელი გულშემატკივრები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ რადიო "ათინათთან" კომენტარი გააკეთა ბოლნისის "სიონის" გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა მწვრთნელმა ლადო ბურდულმა. მან აღნიშნა, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე გუნდის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. ბურდულმა კომენტარი ზედა ეწერის სტადიონის შესახებაც გააკეთა.

"კარგ ამინდებში ზედა ეწერის სტადიონი კარგია, მაგრამ წვიმების დროს პრობლემები იქმნება. ასეთივე პრობლემა ჩვენს გუნდსაც ჰქონდა. ეს საწყენი არ უნდა იყოს", - აღნიშნა მან.

ბურდულის თქმით, მატჩის წინა ვნებათაღელვა ზედმეტად იყო გამოწვეული. "დაპირისპირება მოედანს არ უნდა გასცდეს და გარეშე პირები ფეხბურთელებს შორის კარგ ურთიერთობებს არ უნდა ძაბავდნენ".

კომენტარის გაკეთება არ ისურვეს "ზუგდიდის" მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა.

დღევანდელი წაგების შემდეგ, ჯერჯერობით, ზუგდიდის "ზუგდიდი" უმაღლლესი ლიგის ბოლო ადგილზეა. კლუბს სათამაშო ორი შეხვედრა დარჩა "საბურთალოსთან" და "სამტრედიასთან".

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.