ს.კ. „ზუგდიდი“ კვლავ მუნიციპალურ საკუთრებაშია (ვიდეო)
საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდის“ 100 %-იანი წილის მფლობელი
ზუგდიდის ორივე მუნიციპალიტეტია. ამის შესახებ დღევანდელ
სხდომაზე საკრებულოს
თავმჯდომარემ მაიზერ ნანავამ განაცხადა. კლუბის
წილები მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქალაქ მერიას შორის თანაბრად,
50-50 %-ად გადანაწილდა.
„მუნიციპალიტეტის გამგეობა კლუბს ახლო მომავალში 250 000 ლარს დაურიცხავს“, - განაცხადა ნანავამ.
ცნობისთვის, 2016 წლის აგვისტოში აუქციონის წესით ს.კ. „ზუგდიდი“-ს
51% პაკეტის მფლობელი უკრაინელი სპონსორები გახდნენ, თუმცა, როგორც
ცნობილი გახდა, უცხოელმა ინვესტორებმა კლუბი დატოვეს. იმ დროისთვის
„ზუგდიდის“ 49%-ს ქალაქის მერია ფლობდა.
ამავე თემაზე:
კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
„მუნიციპალიტეტის გამგეობა კლუბს ახლო მომავალში 250 000 ლარს დაურიცხავს“, - განაცხადა ნანავამ.
ამავე თემაზე:
კლუბ "ზუგდიდის" 51 % უკრაინელმა ინვესტორმა იყიდა
მასალის გამოყენების პირობები