ახალი ამბები
ზუგდიდის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, 16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე ცნობით, დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასული თანამშრომელი მერიაში მოთხოვნისთანავე უნდა გამოცხადდეს.  აღნიშნული გადაწყვეტილება არ შეეხება იმ სამსახურებს, რომელთა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლაც შეაფერხებს მერიის მუშაობას.

ორშაბათიდან შეიზღუდება მუნიციპალიტეტში არსებული ყველა კომისიის სხდომა, გარდა ჯანდაცვის მიმართულებისა.

დროებით გაუქმდება მიღების საათები მერთან და მოადგილეებთან. ამასთან, კანცელარიაში შეიზღუდება მოქალაქეების  მიღება.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ კომუნიკაციის სატელეფონო ფორმატი გამოიყენონ. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ კონსულტაციები  ტელეფონის შემდეგ ნომრებზე მიიღონ: 591 44 75 46, +995599154025, +995591445320, 599525238; ელ ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა უნდა მოხდეს ელექტრონულად, შემდეგი ელ. ფოსტის საშუალებით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it .

აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში იქნება 1 აპრილამდე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისამდე ზოგიერთ, ხოლო 2 მაისიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მამუკა წოწერიას თქმით, ზუგდიდი უერთდება "ქართული ოცნების" მიერ თბილისში დღეს, 29 აპრილს, "აგენტების კანონის" მხარდასაჭერად დაგეგმილ კონტრაქციას.
29 / აპრილი 2024
ზუგდიდიდან რამდენიმე ათეული სამარშუტო ტაქსი დაიძრა თბილისისკენ “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.