ახალი ამბები
სოხუმი: კორონავირუსით დაინფიცირებულ საბერიოს მცხოვრებზე დროებით საზღვარგარეთის პასპორტი გაიცა
კორონავირუსით დაინფიცირებულ საბერიოს მცხოვრებზე, საზღვარგარეთის პასპორტის გაცემის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შსს განმარტებებს აკეთებს,  წერს აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა".

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრმა 2013 წელს მიიღო 2006 წლის ნიმუშის აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი - აღნიშნული დოკუმენტი არ არის მოქმედი, ასევე, არაა მოქმედი 5 წლის ვადით გაცემული საზღვარგარეთის პასპორტი". ამავე ცნობით, 1970 წელს დაბადებულ ქალს ამ ეტაპზე შეტანილი აქვს განაცხადი "აფხაზეთის რესპუბლიკაში ბინადრობის უფლების მისაღებად". აქედან გამომდინარე, ავადმყოფი ნათესავის "აფხაზეთის საზღვრებს გარეთ" თანხლების მიზნით, საბერიოს მცხოვრებ ქალზე 3 თვის ვადით გაიცა "საზღვარგარეთის პასპორტი", - ნათქვამია განცხადებაში. 

50 წლის ქალი გალის რაიონიდან ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ის 29 მარტს გვიან საღამოს, ვირუსის სიმპტომებით გადაიყვანა სამედიცინო დაწესებულებაში. მას covid  – 19 დაუდასტურდა. გამოცემის ცნობით, აღნიშნული მოქალაქე 2020 წლის 29 მარტს დილას შევიდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან, ფსოუს პუნქტის გავლით და ნათესავების მანქანით გაემართა სოფელ საბერიოში. მისი ჰოსპიტალიზაციის შემდეგ, მასთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინის რეჟიმში იმყოფებიან.


ამავე თემაზე:

სოხუმი: საკოორდინაციო შტაბი საბერიოდან ზუგდიდში გადაყვანილი პაციენტის კონტაქტებს იკვლევს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.