ახალი ამბები
ფოთის "ცხელების ცენტრში" 8 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან ლუგარიდან
ფოთის "ცხელების ცენტრში" რესპირატორული სიმპტომებით რვა პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი, ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. ექიმების ინფორმაციით, ყველა მათგანის ბიოლოგიური მასალა გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

,,ამ დროსათვის ფოთის ცხელების ცენტრში, ბოქსირებულ პალატებში მოთავსებულია 8 პაციენტი. რვავე პაციენტზე აღებულია ბიოლოგიური მასალა და გაგზავნილია ლაბორატორიაში. 2-ზე გუშინ გაიგზავნა და 6 პაციენტის კი დღეს გაიგზავნება. ესენი არიან სხვადასხვა ლოკაციებიდან, სამი პაციენტი გვყავს ლანჩხუთიდან, ერთი - გარდაბნიდან, ორი - ზუგდიდიდან და ორი გალიდან. ყველას აღენიშნება მწვავე რესპირატორული სიმპტომები,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა დღეის მონცემებით,  24-ით გაიზარდა და 296 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე სტოპცოვ.გე-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 434 პირი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.