ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მოხუცებს, ბავშვებსა და ქრონიკულ ავადმყოფებს ღამით ტაძარში მისვლისგან თავის შეკავებას სთხოვს
გვიან ღამით სააღდგომო ლიტურგია მხოლოდ მარტვილის საკათედრო ტაძარში გაიმართება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს მეუფე გრიგოლმა უთხრა. მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, ეპარქიის სხვა ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ხვალ დილით ჩატარდება.

"ჩვენთან არის პირობები, რომ ღია ცის ქვეშ, დიდ სივრცეში ჩატარდეს და ვატარებთ უძველესი წესით. როცა არაა ასეთი პირობები, ჯობია, დილით ჩატარდეს, ამიტომ ვატარებთ დილით ეპარქიის სხვა ტაძრებში. მოხუცებს, ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ვთხოვთ, რომ მშვიდად, ხვალ, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში მოვიდნენ და არაა აუცილებელი მაინცდამაინც აღდგომის ღამით მოვიდნენ ტაძარში. ჩვენ გვექნება ხმის გამაძლიერებლები და მთელი მარტვილი მოისმენს ღვთისმსახურების ხმას",- ამბობს ეპისკოპოსი.

მისივე თქმით, მრევლის ის ნაწილი, რომელსაც სურს დღეს ღამის წირვას დაესწროს, ტაძარში საღამოს 9 საათამდე, ფეხით მივა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.