ახალი ამბები
ექიმი: ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ქუთაისში გადმოყვანილ პირთან კოვიდ-19 უსიმპტომოდ განვითარდა

ანაკლიის საკარანტინო ზონიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანილი შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის სუსტად გამოხატული კოვიდდადებითია.

ამის შესახებ რადიო „ათინათს“ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს. ექიმის, თემურ ნადირაძის განმარტებით, ანტისხეულზე დამყარებული სწრაფმა ტესტმა იმუნოგლობულინი G ანუ გვიანი მარკერი აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვირუსი არ არის ახალი და მას კოვიდ-19 უსიმპტომოდ ჰქონდა.

„აქვს ქრონიკული დაავადებებიც, თუმცა მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. არა აქვს პნევმონია, უტარდება შესაბამისი მკურნალობა. კიდევ ჩაუტარადება კოვიდ-19-ზე კვლევები“, - თქვა თემურ ნადირაძემ.

ინფორმაციისთვის, სპეციალისტების განმარტებით, ორიდან ერთ-ერთი სწრაფი ტესტი, რომელიც სისხლში ანტისხეულის აღმოჩენაზეა დაფუძნებული, ორი ტიპის ანტისხეულს - იმუნოგლობულინ G-ს  და იმუნოგლობულინ  M-ს ეძებს. M ნიშნავს, რომ დაავადება მწვავე ფაზაშია, ხოლო G ჩნდება მაშინ, როცა პირს ინფექცია თითქმის გადატანილი აქვს.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
წუხელ მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოჩამჩირის სოფლები კინდღი, ჯგერდა და ათარა დააზარალა, იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო.
13 / მაისი 2024
"დროას" აქტივისტი მარიამ სიჭინავა, რომელიც 30 აპრილის ღამეს მერიასთან მიმდინარე აქციის დროს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა "აგენტების" კანონი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ბიუსტის მიმდებარედ გააპროტესტა 
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.