ახალი ამბები
აფხაზეთში რუსეთიდან ჩასული 190 - მდე კურსანტი კარანტინში გადაიყვანეს
რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სტუდენტები აფხაზეთში ბრუნდებიან. 188 პირი უკვე გადაიყვანეს საკრანტინო ზონებში. ინფორმაციას "აფსნიპრესი" ავრცელებს. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სასწავლო პროცესის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლის ნოდარ ავიძბას თქმით, ჩამოსულები სპეციალურად აღჭურვილი სანიტარული ტრანსპორტით გადაჰყავთ, სამხედრო ავტოინსპექციის თანხლებით. უწყების ცნობით, კურსანტების რესპუბლიკაში დაბრუნების პროცესი გაგრძელდება.

რუსეთის შეაიარაღებულ ძალებსა და უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში, 4 მაისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 3 189 შემთხვევაა დაფიქსირებული. "ინტერფაქსის" ცნობით, ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.

სოხუმმა კორონავირუსის გამო 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო 29 მარტიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა 1 მაისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
13 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ძეგლთან შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას სახელწოდებით "არა რუსულ კანონს, კი ევროპას" 17:00 საათზე გამართავენ.
13 / მაისი 2024
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო - სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და აცხადებს, რომ სურთ საჯაროდ და მკაფიოდ დააფისქირონ საკუთარი პოზიცია:
13 / მაისი 2024
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.