საზოგადოება
მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხს გააკონტროლებს
მთავრობა სამშენებლო მასალის ხარისხთან დაკავშირებულ ნორმებს დაადგენს და შესაბამის დადგენილებას მიიღებს. "იურიდიულ საკითხთა კომიტეტს “სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირმა ქავთარაძემ წარუდგინა.

“სამშენებლო კოდექსის მიღების შემდეგ, მთავრობამ უნდა დაამუშაოს რეგლამენტი, რომელიც მოაწესრიგებს სამშენებლო მასალის ხარისხს და დაადგენს მოთხოვნებს სამშენებლო ხარისხის მიმართ. მეორეს მხრივ, დაადგენს მოთხოვნებს, თუ როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსება. როგორც კი პარლამენტი კოდექსს დაამტკიცებს, რამდენიმე თვეში მთავრობა შესაბამის რეგლამენტებს მიიღებს“, - განაცხდა ირმა ქავთარაძემ.

სამშენებლო კოდექსის პროექტის თანახმად, მთავრობას შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება ევალება: “სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“, “ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“, “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“, “სივრცითი დაგეგმვის საინფორმაციო სისტემის შესახებ“, “მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის ენერგოეფექტიანობის შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ არქიტექტურული მოთხოვნების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ კონსტრუქციული მოთხოვნების შესახებ“, “შენობა-ნაგებობის მიმართ საინჟინრო მოთხოვნების შესახებ“, “სამშენებლო მასალის ბაზარზე განთავსების წესების შესახებ“.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 20 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.