ახალი ამბები
სამინისტრო: ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია 35%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტირებული აგროსასურსათო პროდუქცია წინა წელთან შედარებით თითქმის 35%-ით გაზრდილია.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 1 აპრილის ჩათვლით ექსპორტირებულია 207.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 34.7%-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

გარდა ამისა, ამავე მონაცემების თანახმად, აგროსასურსათო პროდუქციის ძირითად საექსპორტო ბაზრებს წარმოადგენს: რუსეთი (52.2 მლნ დოლარი), ევროკავშირი (42.6 მლნ დოლარი), აზერბაიჯანი (23.2 მლნ დოლარი), თურქეთი (22.2 მლნ დოლარი), უკრაინა (16.5 მლნ დოლარი) და ყაზახეთი (11.1 მლნ დოლარი).

მათივე ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 11.8 მლნ აშშ დოლარით (38.1%) გაიზარდა, რაც ძირითადად განაპირობა სპირტიანი სასმელების, ყურძნის ნატურალური ღვინოების და თხილის ექსპორტის ზრდამ, შესაბამისად, სპირტიანი სასმელები 6.6 მლნ (121.7%), ყურძნის ნატურალური ღვინოები 1.9 მლნ (61.7%) და თხილი 1.6 მლნ (13.8%) აშშ დოლარით.

2018 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ძირითად საექსპორტო პროდუქტებს წარმოადგენდა: ყურძნის ნატურალური ღვინოები (41.9 მლნ აშშ დოლარი), მინერალური და მტკნარი წყლები (32.3 მლნ აშშ დოლარი), სპირტიანი სასმელები (28.5 მლნ აშშ დოლარი) და თხილი (18.6 მლნ აშშ დოლარი).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 18 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.