საზოგადოება
შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში ღონისძიება გაიმართება
ფონდ „ვერდას“ ორგანიზებით, 5 მაისს სკეიტპარკის ტერიტორიაზე სოციალური კამპანიის - „მეც შემიძლია!“ ფარგლებში კონცერტი გაიმართება, რომელშიც ბენდ Under 7- თან ერთად მონაწილეობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მიიღებენ. ამასთან, გაიმართება პარაოლიმპიური შეჯიბრებები, საბავშვო ღონისძიებები,შშმ პირთა თემატიკაზე ფოტოების გამოფენა და სხვ.

პროექტის „მეც შემიძლია“ მთავარი მიზანია საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ მიდგომების შეცვლა და მათი უფლებების დაცვის კუთხით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

„პროექტის განმავლობაში, ვცდილობთ დავანახოთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ცხოვრობენ ჩვენს გარშემო და არაფრით არ განსხვავდებიან ჩვენგან. ისინი საზოგადოების სრულუფლებიანი და სრულფასოვანი წევრები არიან, რომელთაც შეუძლიათ მუშაობა, განათლების მიღება, ხელოვნებით,სპორტით დაკავება, მეგობრებთან შეხვედრები... მათ აქვთ სრული უფლება იცხოვრონ ნორმალურად, რომ არ უნდა გაატარონ ცხოვრება მარტოობაში და იზოლაციაში, მათ გააჩნიათ თანაბარი უფლება: იცხოვრონ, იმუშაონ, უყვარდეთ“,- აღნიშნულია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორია ფონდი „ვერდა“ ( Fundacja VERDA), სპონსორი კი პროგრამა "RITA". პარტნიორები: შშმ პირთა ინტეგრაციისა და ხელოვნების განვითარების ასოციაცია "ჰანგი“, რადიო "ათინათი" (www.radioatinati.ge) და ქალაქ ტორუნის იანუშ კორჩაკის სახელობის სპეციალური სკოლა (www.sosw.torun.pl).

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.