რეგიონი
ჩოხოსნების ზუგდიდის სადროშო გიორგობას ტრადიციულად დიდინეძის ტაძარში შეხვდა
ჩოხოსანთა საზოგადოების ზუგდიდის სადროშომ გიორგობის დღესასწაული დიდინეძის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში აღნიშნა. წირვა-ლოცვა მონასტრის წინამძღვარმა, მღვდელ–მონოზონმა თეოდოსიმ (ლაგაზაშვილი) აღავლინა.



ჩოხოსნები აქ 2006 წლიდან, მას შემდეგ იკრიბებიან, რაც ისინი ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აკურთხა.

„დღევანდელი დღე კიდევ იმით არის განსაკუთრებული, რომ ტრადიციულ ტრაპეზზე ენდემური ჯიშის ღომის ღომისგან დამზადებული ელარჯი იქნება. მცენარე ღომი, რომელიც გადაშენების პირასაა ერთ-ერთმა ჩოხოსანმა ბორის კუკავამ მოიძია და გაამრავლა“, - აღნიშნეს ჩოხოსნებმა.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს. 6 მაისი დიდმოწამის აღსრულების დღეა, ხოლო 23 ნოემბერს მართლმადიდებელი მრევლი წმინდანის ბორბალზე წამების დღეს იხსენებს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 10 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.