რეგიონი
ბესლეთის ხიდის გამოსახულებით საფოსტო მარკა ევროპულ კონკურსზეა წარდგენილი
"საქართველოს ფოსტამ" საფოსტო ოპერატორების ევროპულ ასოციაცია PostEurop–ის კონკურსში ქართული მარკა გააგზავნა, რომელზეც აფხაზეთში მდებარე ბესლეთის ხიდია გამოსახული.

ხიდი, რომელსაც „თამარის“ ხიდსაც უწოდებენ, სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე მდინარეობს. ქვისთაღოვანი ხიდი მეთორმეტე საუკუნით თარიღდება და მას ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ხიდზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია მეფე ბაგრატი. წარწერა კი თარიღებულია X-XII საუკუნეებით.



ბესლეთის ხიდის ანალოგები საქართველოს სხვა კუთხეებშიც არის, კერძოდ, რკონის თაღოვანი ხიდი ქართლში და დანდალოს ხიდი აჭარაში.

PostEurop-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის წლის თემაც სწორედ ხიდებია.

იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2018 წლის ევროპის საუკეთესო მარკა, მსურველები უნდა ეწვიონ ლინკს: http://www.posteurop.org/europa2018 , გაიარონ რეგისტრაცია, მონიშნონ მარკა და ქვედა მარჯვენა კუთხეში მისცენ ხმა.

კონკურსში ხმის მიცემა 9 სექტემბრამდეა შესაძლებელი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 25 °C
img
სოხუმი 22 °C
img
ფოთი 21 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.