ახალი ამბები
რამდენიმე კატეგორიის მართვის მოწმობებს მოქმედების ვადა მარტამდე გაუხანგრძლივდება
2006 წლის პირველი აპრილიდან 2014 წლის პირველ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტამდე შეუნარჩუნდება. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი, რომლის ინიციატორები მერაბ ქვარაია, გოგა გულორდავა და გიორგი ხატიძე არიან, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

“დღეის მდგომარეობით გაცემულია 481 000 ზემოაღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის მოწმობა. ამათგან 263 700 მართვის მოწმობას 2018 წლის 1-ელ სექტემბერს გასდის მოქმედების ვადა. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ რაოდენობის მართვის მოწმობების შეცვლა, პრაქტიკულად შეუძლებელია, ვინაიდან ერთი სამუშაო დღის განმავლობაში მომსახურების სააგენტოში არსებული რესურსით შესაძლებელია მაქსიმუმ 2 800 მართვის მოწმობის შეცვლა. “საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის თანახმად კი, მართვის მოწმობის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის მოწმობის შეცვლამდე პირს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონის თანახმად, აღნიშნული კატეგორიის მართვის მოწმობებს ვადა 2018 წლის 1-ელ სექტემბრამდე აქვთ, თუმცა ინიცირებული პროექტი ვადის მომავალი წლის მარტამდე გაგრძელებას ითვალისწინებს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.