ახალი ამბები
ზუგდიდში ბიბლიოთეკის პროექტირებაზე ბაზრის კვლევა გამოცხადდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროექტირების საფასურის დასადგენად ბაზრის კვლევა გამოაცხადა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

„ამ დროისთვის ზუგდიდში არ არსებობს საკმარისი ახალგაზრდული სივრცე, რომელიც მისცემს ახალგაზრდებს საშუალებას წარმოადგინონ თავიანთი იდეები, დანერგონ სიახლეები, იმუშაონ თანამედროვე სტანდარტებით და იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში ჯანსაღი ცხოვრების წესით. სწორედ ასეთი სივრცის შექმნის მიზნით, იგეგმება ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში მოსახლეობას მიეცემა საშუალება ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკით და მრავალფუნქციური სივრცეებით“, - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, ტურისტებისთვის საინფორმაციო ცენტრი, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის, კაფე და ვერანდა, რომელსაც ხედი ექნება დადიანების სასახლეზე.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.