პოლიტიკა
მარტვილის მერმა მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
მარტვილის მერმა ალექსანდრე გრიგალავამ მისი პირველი მოადგილე დავით სურმავა თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ თავად მერმა დაუდასტურა, თუმცა, გადაწყვეტილების მიზეზებზე გრიგალავა არ საუბრობს. ბრძანებას ხელი მერმა გუშინ, 5 აპრილს მოაწერა და ამავე დღეს ახალი მოადგილეები - ვიცე-მერად ალექსადრე ხურცილავა, მეორე მოადგილედ კი აკაკი ხუნწელია დანიშნა.

„ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მიზეზებთან დაკავშირებით კომენტარს არ გავაკეთებ. არ დაიკარგება, მონდომებული და ნიჭიერი ბიჭია დავით სურმავა და არ დარჩება სამსახურის გარეშე. ერთი დღეც არ დარჩენილა პოსტი ვაკანტური, დავნიშნე ხურცილავა - ბიზნესმენი, ქველმოქმედი კაცი და ხუნწელია, რომელიც მარტვილის რესურსცენტრში მუშაობდა“, - გვითხრა მარტვილის მერმა.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.