პოლიტიკა
ოპოზიცია „ოცნებას” მოქალაქეებისთვის პირადობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი ბრალდებებს უარყოფს
გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სამართალდამცავებთან ერთად მოქალაქეებს პირადობებს მოტყუებით ართმევენ, რათა მათ არჩევნებზე საკუთარი აზრის დაფიქსირება ვერ შეძლონ. საგანგებო ბრიფინგზე გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ამ გზით ხელისუფლება ამომრჩეველზე „უპრეცენდენტო ზეწოლას“ ახორციელებს.

„ზუგდიდში მიმდინარეობს ოპერაცია „სვავი“. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ ერთი კონკრეტული დავალება, რომ ამ ადამიანებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან უნდა ამოიღონ რაც შეიძლება მეტი პირადობის მოწმობა, რათა არჩევნებზე ვერ გამოხატონ საკუთარი ნება. გარდა იმისა, რომ დადიან სოფლებში, აა(ი)პ "დასუფთავების სამსახურის" უფროსი საკუთარ თანამშრომლებს ემუქრება სამსახურიდან დათხოვნით, თუკი ისინი პირადობებს არ ჩააბარებენ ან ხმას „ქართული ოცნების“ კანდიდატს არ მისცემენ“, - აღნიშნა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ადგილობრივ მონადირეებს კოლხეთის პარკში გაუმასპინძლდნენ, რის შემდეგაც მათაც პირადობების გადაცემა მოსთხოვეს.

თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა. შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ მშვიდი საარჩევნო კამპანიის წარმოება სურთ.

„ბატონი ბეჟაშვილი, ბატონი მინაშვილი, ბატონი ხაბეიშვილი ჩაწკრივდნენ რიგში და ფიქრობენ იმის შესახებ, თუ რა მძიმე ვითარებაა,  თურმე, ზუგდიდში. რეალობა არის აბსოლუტურად სხვა. „ქართული ოცნება“ აწარმოებს ძალიან მშვიდ, მიზანმიმართულ კამპანიას, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდელებს გეგა შენგელია მისი არჩევის შემთხვევაში. ეს ადამიანები არაერთხელ შეუმჩნევიათ იმაში, რომ ავრცელებენ არაზუსტ ინფორმაციას, ქმნიან, თითქოს, დაძაბულობის ფონს“, - თქვა ჩიქოვანმა.

შტაბის ხელმძღვანელმა ოპონენტებს მოუწოდა, მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში სამართალდამცავებს მიმართონ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.