ახალი ამბები
ამერიკელი კონგრესმენი: საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის
შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. კონგრესმენი ამბობს, რომ ის შოკირებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის.

„გასულ კვირას, როდესაც ქვეყანას ვსტუმრობდი, ნასიამოვნები დავრჩი იმ რეფორმათა პაკეტით, რომელიც გარდაუვალი ჩანდა. მგავსი პირობა მიიღო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ისე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ სიტუაცია გამოსწორდება - გამოსწორდება ძალიან მალე“, - განაცხადა კინზინგერმა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი მეტს იმსახურებს, ვიდრე მათმა პარლამენტმა ბოლოდროინდელი მოვლენებით აჩვენა.

„საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი ითხოვს და იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე მათ პარლამენტმა აჩვენა დღეს. მე მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, დაუყოვნებლივ განაახლონ მუშაობა ამ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტზე. ჩვენ გვსურს საქართველოს მთავრობა მეტად იყოს დასავლეთის მეკავშირე. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია რუსული აგრესიული პოლიტიკისგან თავის დასახსნელად“,- ამბობს კინზინგერი.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.