პოლიტიკა
უმრავლესობის დეპუტატები: „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის
დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც  „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომას ესწრებოდნენ, აცხადებენ რომ „გერმანული მოდელი“ კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის. დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "გერმანულ მოდელზე" მსჯელობა სამართებლივი მიზეზები გამო შეუძლებელია.

„ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც ამ დღეების გამავლობაში მოხდა და ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზე. საპარლამენტო თანამდებობებზე დღეს არ გვიმსჯელია. რაც შეეხება, „გერმანულ მოდელს“, ის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია. სხვა მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს მათ მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე საუბრობს დეპუტატი გია ვოლსკიც.

„ვისაუბრეთ შემოთავაზებებზეც, თუმცა აქ გრძელი საუბარი არ ყოფილა იმიტომ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც დღეს გაგვაჩნია და ვერ ჩაჯდება იმ გრაფიკში, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება“, - ამბობს დეპუტატი.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის პარალელურადაც  საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ არჩევნების ე.წ გერმანული მოდელით ჩატარება იყო.

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო. პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. კანონპროექტის ჩაგდებას პარლამენტთან მეორე დღეა აპროტესტებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.