რეგიონი
ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ზუგდიდში "ლიბერთი ბანკის" ინკასაციის დაყაჩაღებაში ბრალდებულ შს თანამშრომელს ომარ ხუხუასა და მასთან ერთად დაკავებულ გელა ჯიქიას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ პროკურორმა მაია ჯაბუამ მიმართა. თავად ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. სასამართლო პროცესში ისინი ადვოკატების გარეშე მონაწილეობდნენ, რადგან მათ თავად განაცხადეს დაცვაზე უარი.

ორივე დაკავებულს ბრალი 179-ე, 236-ე, 143--ე და 237-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედებათ, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო ტარებას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას და იარაღის გატაცებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. "ლიბერთი ბანკის" ინკასატორების დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებული ორი პირიდან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. ყაჩაღობა 2 მარტს, დილის საათებში ზუგდიდში მოხდა.


ამავე თემაზე:

ზუგდიდში ინკასაციის დაყაჩაღების ბრალდებით დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.