რეგიონი
პროკურატურას „ლენდოს“ დაყაჩაღებისთვის დაკავებულისთვის 20 ათასი ლარის ანაზღაურება დაევალა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებასთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კუკავას, რომელსაც 8 თვის პატიმრობის შემდეგ ბრალდება მოუხსნეს, პროკურატურამ 20 ათასი ლარი მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად უნდა გადაუხადოს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი აბშილავამ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კუკავას ადვოკატის სოსო ჯანაშიას თქმით, სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

„ჩვენ ვითხოვდით მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 50 ათას ლარს, თუმცა, სასამართლო არ იცნობს მსგავს პრეცედენტს, შესაბამისად, მაქსიმუმი - 7 ათასი ლარი და მატერიალური ზიანისთვის 13 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. პროკურატურას არ სურდა არცერთი თეთრის გადახდა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჯანაშიამ.

გიორგი კუკავა 2017 წლის 16 მარტს "ლენდოს" ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. იგი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რვა თვის შემდეგ გაათავისუფლა და მას ბრალდება მოუხსნა. კუკავას მტკიცებით, ის თვეების მანძილზე უდანაშაულოდ იყო დაკავებული. ის ასევე სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისი დაკავება ფაქტების გაყალბებით მოხდა, რაზეც მან პროკურატურას უჩივლა. 2018 წლის მარტში კი „ლენდოს" ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ზ.ფ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 5 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 16 მარტს, ზ.ფ. მივიდა ქ.ზუგდიდში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოში" და თანამშრომლების მიმართ იარაღის დემონსტრირებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით დაეუფლა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს" კუთვნილ თანხას - 5 055 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ამავე თემაზე:

ყოფილი ბრალდებული: სამმართველოს უფროსად იმ პოლიციელს ნიშნავენ, ვინც უდანაშაულოდ დამაკავა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.