რეგიონი
პროკურატურა ია კერზაიას შვილს გამოძიების მასალებს გააცნობს
საქართველოს მთავარი პროკურატურა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას შვილს ბაჩანა შენგელიას ამავე სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების მასალებს გააცნობს. შესაბამისი წინადადება და პროკურატურაში მისვლა საგამოძიებო უწყებამ შენგელიას ოფიციალური განცხადებით შესთავაზა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს პროკურატურა ბაჩანა შენგელიას სთავაზობს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოცხადდეს საგამოძიებო უწყებაში, სადაც მას შეხვდებიან საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელები, სრულად გააცნობენ საქმის მასალებს და მიაწვდიან ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის სპეციალისტები, ასევე სკოლის პედაგოგები და სხვა პერსონალი. გამოკითხულია ბაჩანა შენგელიას მიერ დასახელებული მისი ახლო ნათესავები, რომლებიც, მისივე განმარტებით, ფლობდნენ საქმეზე გარკვეულ ინფორმაციას. როგორც პროკურატურა განმარტავს, მიმდინარეობს ყველა გარემოების, მათ შორის ჩატარებული ინსპექტირების ამსახველი სრულყოფილი დოკუმენტაციისა და ზუგდიდის რესურს-ცენტრთან დაკავშირებული გარემოებების შესწავლა.

„გამოძიების ფარგლებში განხორციელებულია სკოლაში არსებული დარღვევების თაობაზე მიღებული საჩივარ-განცხადების ავტორის იდენტიფიცირების მიზნით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ზუგდიდისა და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებიდან ამოღებულია ია კერზაიას მკურნალობის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია“, - აცხადებენ საგამოძიებო უწყებაში.

განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბაჩანა შენგელია. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ პროკურატურაში მივა და საქმის მასალებს გაეცნობა. პროკურატურის ამ ნაბიჯს შენგელია უპრეცედენტო ფაქტს უწოდებს.

„უპრეცედენტო ფაქტი: პროკურატურიდან არაერთი უარის მიღების და სასამართლოში გასაჩივრების და ხვალინდელი ბრიფინგის დაანონსების შემდეგ, დამიკავშირდნენ გენერალური პროკურატურიდან და მითხრეს, რომ გამაცნობენ საქმის მასალებს.
რა თქმა უმდა ვაპირებთ ეს საშუალება გამოვიყენოთ, ხვალვე მივალთ გენერალურ პროკურატურაში, გავეცნობით მასალებს და ვნახავთ რა აქვს გაკეთებული ამ პერიოდის განმავლობაში. ბრიფინგი საქმის გაცნობას არ ეხებოდა, ამიტომ ისევ ძალაშია. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, “, - წერს შენგელია.

ხვალ ის ამავე საქმესთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.


ამავე თემაზე:

ბაჩანა შენგელია მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.