სპორტი
"ზუგდიდი" ვანის "სულორთან" დამარცხდა
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის "ზუგდიდი" საქართველოს დ.ყიფიანის სახელობის თასსზე ვანის "სულორთან" 0:1 დამარცხდა და შესაბამისად გათამაშებას გამოეთიშა. შეხვედრა ქალაქ ვანში 23 აგვისტოს გაიმართა.

"ზუგდიდის" ადმინისტრაციაში, კლუბის წაგებას სამწუხაროს და არასასასიამოვნო ფაქტს უწოდებენ.

"უკრაინელებმა ახალი ფეხბურთელები ჩამოიყვანეს და ახლა მიმდინარეობს შეგუების პროცესი, ეს ფეხბურთია... ნამდვილად სამწუხაროა, არ უნდა წაგვეგო. თამაშის შემდეგ გულშემატკივრებსაც შევხვდით, ვისაუბრეთ... რაღაც გამოსასწორებელია. მართლა მრცხვენია ასე  რომ მოხდა", - უთხრა რადიო "ათინათს" კლუბის გენერალურმა დირექტორმა გელა ინალიშვილმა.

"ზუგდიდი" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს 27 აგვისტოს, "ზედაეწერის" სტადიონზე, ბათუმის "დინამოსთან" გამართავს.

ცნობისთვის, გასულ კვირას კლუბის 51% წილის მეპატრონე უკრაინელი ინვესტორები გახდნენ. ამის შემდეგ, შეიცვალა გუნდის მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია და მის ნაცვლად კლუბი უკრაინელმა ვლადიმერ ლიუტიმ ჩაიბარა.

ინვესტორებს გუნდი მმართვის უფლებით გადაეცათ. კლუბის დანარჩენი წილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რჩება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.