სპორტი
საცხენოსნო კლუბმა „ხარებამ“ აბაშაში გაიმარჯვა
ზუგდიდის საცხენოსნო კლუბმა „ხარება“ აბაშის იპოდრომზე გამართულ დოღში სამი საპრიზო ადგილი მოიპოვა. 2500 მეტრიან დისტანციაზე სუფთა სისხლის ცხენების შეჯიბრში პირველი ადგილი „ფაზისმა“, ხოლო მესამე ადგილი „ხარებამ“ დაიკავა. 1500 მეტრიან გარბენში კი პირველი ადგილის მფლობელი „შავი ბრილიანტი“ გახდა .

საქართველოს პირველობისთვის გამართულ ამხანაგურ ტურნირში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა ცხენოსნებმა მიიღეს მონაწილეობა.

“ეს ძალიან ღირსეული გამარჯვებაა, მთელი საქართველოს საცხენოსნო კლუბები მონაწილეობდნენ და მოლოდინი იყო ძალიან დიდი. ორივე კატეგორიაში პირველი ადგილი მოვიპოვეთ.ყოველი შეჯიბრი ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და ძალიან მიჭირს გადმოგცეთ, როგორ ემოციებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. ძალიან გვინდა დაბრუნდეს ცხენოსნობის ის გამორჩეულ სულისკვეთება, ტრადიცია, რომელითაც გამოირჩეოდა ჩვენი მხარე. “ - თქვა რადიო „ათინათთან“ საცხენოსნო კლუბის დამფუძნებელმა მამა იაკობ ეხვაიამ.





მანამდე, მისივე თქმით, ჩემპიონმა ცხენმა „ფაზისმა“ ბაქოში გამართულ დორში, სეზონის დახურვასთან დაკავშირებულ ტურნირშიც გაიმარჯვა.

ცნობისთვის, მამა იაკობ ეხვაიამ საცხენოსნო კლუბი ჭითაწყარის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „ხარების“ ტაძრის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი სახსრებით მოაწყო. სასულიერო ცხოვრების პარალელურად ის ცხენებს უვლის და კლუბის განვითარებაზე ზრუნავს. „ხარებას“ ორი მთავარი მიზანი აქვს - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მკურნალობა - სამედიცინო რეაბილიტაცია და კლუბში სპორტული ცხენოსნობით დაინტერესებული ბავშვებისა და მოყვარულთა მიღება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.