სპორტი
ვიტალი დარასელიას საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა
ქართველი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საცხოვებელი სახლთან მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ინიციატივა ფეხბურთის ფედერაციას ეკუთვნის. მემორიალური დაფის გაქვს დარასელიას დაბადები დღეს დაემთხვა. ფედერაციის ინფორმაციით, დაფის გახსნის ცერემონიას სფფ-სს ხელმძღვანელებთან ერთად, ვიტალი დარასელიას ოჯახის წევრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ქართული სპორტის გამოჩენილი მოღვაწეები დაესწრნენ.

დღეს თბილისში ვიტალი დარასელიას სახლთან შეკრებილებმა ლეგენდარული ქართველი ნახევარმცველის საფეხბურთო მოღვაწეობის წლები და მისი წარმატებები გაიხსენეს.

„ეს ერთგვარი დაფასებაა ამ ლეგენდარული ფეხბურთელის. ძალიან მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პატივისცემა გამოვხატეთ და ადამიანებს ეცოდინებათ, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ის ლეგენდარული ადამიანი, რომელიც ქართულ ფეხბურთს წარმოადგენს, არა მხოლოდ იმ მთავარი გატანილი გოლისა და გამარჯვების გამო, რომლითაც დღემდე ვამაყობთ, არამედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში, რითაც ძალიან ვამაყობთ და გვიხარია", - თქვა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

სწორედ ვიტალი დარასელიამ გაიტანა 1981 წელს, უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში,გამარჯვების გოლი "დინამოს" შემადგენლობაში.

ოჩამჩირეში დაბადებული ფეხბურთელი 25 წლის ასაკში, 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასრტოფაში ტრაგიკულად დაიღუპა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.