www.radioatinati.ge - ს შესახებ
blank.png

რადიო ,,ათინათი’’ 1998 წელს ჩამოაყალიბა ამავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუგდიდში. ამდენად რადიო ,,ათინათი’’ არის დამოუკიდებელი სადგური და არ ასოცირდება პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო სტრუქტურებთან. მისი სამიზნე აუდიტორიაა 25 დან 45 წლამდე ასაკის ორივე სქესის მოქალაქე. კვლევების მონაცემებით, რადიოტალღის გავრცელების არეალში 900 000 მდე ადამიანი ცხოვრობს, მსენელთა რაოდენობა დაახლოებით 35 000 შეადგენს, რასაც ემატება ინტერნეტით რადიოს მსენელთა რაოდენობა.

რადიო ,,ათინათს'' აქვს საკუთარი ვებგვერდი www.radioatinati.ge სადაც ყოველდღიურად იდება სამეგრელოს რეგიონში, ასევე ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე ახალი ამბები. იტვირთება ახალი ამბების აუდიო ჩანაწერები. ფოტო და ვიდეორეპორტაჟები; დღის ფოტო, ვიდეო და ვებგამოკითხვები; გადაცემების და რუბრიკების აუდიო ჩანაწერები. ვებგვერდს ყოველთვიურად საშუალოდ ყავს 70 000 ვიზიტორი.

რადიო ,,ათინათი“ მაუწყებლობს 24 საათის განმავლობაში. დაფარვის არეალი მოიცავს სამეგრელოს, იმერეთის, გურიის, აჭარის, სვანეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებს. მუსიკალური ფორმატია A/C (თანამედროვე მუსიკა მოზრდილთათვის).

რადიო „ათინათი“ წელიწადში ორჯერ ახორციელებს ფოტო, ვიდეო და ესეების კონკურსს.

რადიო ,,ათინათი’’ - ის გადაცემათა ბადეში მუსიკის, მრავალფეროვანი რუბრიკებისა და გადაცემების გარდა არის ასევე სხვადასხვა ინტერაქტიული თოკშოუ, რომელთა თემატიკა ძირითადად სოციალურ და საზოგადოებისთვის სხვა პრობლემურ საკითხებს მოიცავს.

,,ათინათს“ ყავს პარტნიორები აფხაზეთში, რომლებთან ერთად აკეთებს ყოველკვირეულ ინტერაქტიულ გადაცემას.

IREX- ის M-TAG პროგრამის ხელშეწყობით ამჯერად რადიო ,,ათინათი“ განვითარების ახალ ეტაპზეა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მისი ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. პროგრამა ითვალისწინებს თანამშრომელთა უნარების განვითარებას ისეთ საკითხებში, როგორიცაა: ბიზნეს-გეგმის შემუშავება, სტრატეგიების შექმნა გაყიდვებსა და მარკეტინგში, ადამიანური რესურსების მართვა, ასევე მედია კონტენტის წარმოება, ჟურნალისტიკა და ახალი მედია.

რადიოს უახლეს მიზნებში შედის მაღალი სტანდარტების მულტიმედია პროდუქტების შექმნა. რადიოსთვის მობილური აპლიკაციების შექმნა როგორც ანდროიდის, ისე აიფონის სმარტფონებზე; ვიდეო ლაივ სტრიმით გადაცემების ტრანსლირება.

რადიოს დაგეგმილი აქვს 6 თვეში მსმენელთა და საიტის ვიზიტორთა რაოდენობის ორჯერ გაზრდა.


 

 

გადაცემა მომზადებულია სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი "მნათობის" პროექტის "ერთად დავძლიოთ ძალადობა" ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია საქართველოში ქალთა ფონდის მიერ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მეთხილე ფერმერების სასარგებლოდ ახალი ინიციატივით გამოდის.
ჩვენი ტუჩები, ისევე როგორც თითები, ანაბეჭდების ფორმით, უნიკალურია და მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ტუჩებს განსაკუთრებული მოვლა და გაფრთხილება ჭირდება.
საზოგადოება
რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
27 ნოემბრიდან საქართველო 6 თვით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინტერესი არსებობს და ადგილზე ჩასვლას
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« ნოემბერი 2019 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.