ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საცხენოსნო შოუ სოხუმში
სოხუმში საცხენოსნო თეატრი შეიქმნა. საპრემიერო წარმოდგენა 25 დეკემბერს გაიმართა. მსგავსი შოუს შექმნის იდეა ქორეოგრაფსა და პროფესიონალ მოჯირითეს რუსლან თარბას ეკუთვნის. მისი განხორციელებისთვის მას 8 წელი დასჭირდა.
"თავის დროზე მოსკოვში, ნიკულინის ცირკში, "ცვეტნოი ბულვარზე", სახელგანთქმული კანტემიროვების დასში ვმუშაობდი, ბოლოს ისევ აფხაზეთისკენ გამომიწია გულმა. ნელ - ნელა დავხვეწავთ შოუს, ცდას არ მოვაკლებთ და განვვითარდებით", - ამბობს ის.

წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი თარბას მეგობარი და პარტნიორი, ადგურ მალიაა. მისი თქმით, ადგილი, სადაც შოუ იმართება საკუთარი ძალებით მოაწყეს.

რუსლან თარბას საცხენოსნო შოუში 8 ცხენი მონაწილეობს, რომელსაც ის ბოლო რამდენიმე წელია, გულმოდგინედ წვრთნის და უვლის. ამაში მას სამი ადგილობრივი ახალგაზრდა ეხმარება. თარბას თქმით, ისინი უკვე საკმაოდ კარგი მოჯირითეები არიან.

თეატრის გახსნამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსლან თარბამ დახმარებისთვის ძველ კოლეგებს, ძმები კანტემიროვების დასის წევრებს მიმართა. მის თხოვნას, გამოცდილი მოჯირითე, კაზბეკ ერისტოვი გამოეხმაურა და მხარდაჭერა აღუთქვა.

"გაოცებული ვარ აფხაზური ხასიათით, ძლიერი სულის ბიჭები არიან, რეალურად, ახალგაზრდებმა ძალიან მოკლე ხანში შეძლეს ცხენების მომზადება. უკვე რთულ ილეთებსაც ასრულებენ. ეს ყველაფერი, რაღაც ორ კვირაში შეძლეს", -  აღნიშნა ერისტოვმა.  

მისი თქმით, ჯირითი ძალიან რთული საქმეა, მით უმეტეს, როდესაც ცხენები ასეთი შოუსთვის უნდა მომზადდეს, სადაც მაყურებლების უმეტესობა, ბავშვები არიან.
"შესანიშნავია, ჩვენ ასეთი რამ მხოლოდ ბავშვობაში თუ გვინახავს, კარგი იქნება, თუ მეტი ასეთი წარმოდგენა გაიმართება, აი, ხომ ხედავთ, ხედავთ, ბავშვებს ცოტათი ეშინიათ კიდეც, არ არიან შეჩვეულები, მადლობა ორგანიზატორებს", -  თქვა წარმოდგენის დასრულების შემდეგ ერთ- ერთმა მაყურებელმა.  

შოუ დასრულების შემდეგ მისი ორგანიზატორები და ანიმატორები, მსურველებს ცხენით გასეირნებას სთავაზობენ. საცხენოსნო წარმოდგენები სოხუმში 2020 წლის 7 იანვრამდე გაგრძელდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.