ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
სოხუმი კორონავირუსის პირობებში - რა ხდება არჩევნებამდე
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგნელებმა კორონოვირუსის პრევენციის მიზნით, აფხაზეთში 600 ლიტრი ანტისეპტიკური სითხე, 500 ლიტრი ანტიბაქტერიული საპონი და 500 კომპლექტი პერსონალური მოვლის საშუალება ჩაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ამ დროისათვის კორონოვირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, რესპუბლიკაში უკვე შეიქმნა დაავადებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი. აიკრძალა მასობრივი და კულტურული ღონისძიებები, 30 მარტამდე გაგრძელდა სასკოლო არდადეგები, უახლოეს დღეებში კი ფსოუს სანიტარულ - საკარანტინო პუნქტზე, აფხაზეთ - რუსეთის საზღვარზე, დისტანციური თერმომეტრი განთავსდება. თებერვლის ბოლოდან ჩაკეტილია საქართველოსთან საზღვარიც.

რესპუბლიკის სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახურის მედპერსონალი მოამარაგეს დაცვის სპეციალური საშუალებებით და მედიკამენტებით. მათ შორის, სპეციალური ფილტრის მქონე ნიღბებით, სამედიცინო კომბინეზონებით, ერთჯერადი ზეწრებით, ხელთათმანებით და ბახილებით. ეს ყველაფერი გადაეცემა რესპუბლიკურ ტუბდისპანსერს, სადაც იგეგმება კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტუბდისპანსერს 60 - მდე ადამიანის მიღება შეუძლია.  აქვე არის ინტენსიური თერაპიის რამდენიმე პალატა. 

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულრიფშის ტუბდისპანსერი დროებით იქცევა კორონავირუსით ინფიცირებულთა მიმღებად, მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროში რეკავენ ტესტირების ჩატარების თხოვნით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ალისა არძინბამ მოსახლეობას მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და განუმარტა, რომ კორონავირუსზე დიაგნოსტირებას გაივლიან მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც COVID – 19 – ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოვლინდებაო.

„ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობამ იცოდეს, რომ ასეთ კვლევას ისე უბრალოდ, ვერ ჩავატარებთ. პირველი პუნქტი, რომელსაც მოქალაქეებმა უნდა მიმართონ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით არსებული სტაციონარი ან ამბულატორიაა. იმ შემთხვევაში, თუ მათ პნევმონიის ატიპური ფორმა აღენიშნებათ, მათ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებებში“, - თქვა არძინბამ.

სამინისტროს ცნობით, კორონოვირუსზე პაციენტების დიაგნოსტირება აფხაზეთში 21 მარტს დაიწყებენ.

გარდა ამისა, აფხაზეთში ფიქრობენ, რომ ინფექციის გავრცელების გამო, წელს დიდი ზარალი მიადგება ტურიზმის სექტორს. ტურიზმის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლის ადამურ მუკბას ინფორმაციით, ჯერჯერობით სასტუმროების ჯავშანი ტურისტების მხოლოდ 2% - მა გააუქმა, და იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიამ გაზაფხულზე უკან დაიხია, არსებობს შანსი, რომ ზაფხულის სეზონი არ ჩავარდეს.  

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განცხადებით, აფხაზური კურორტების მომავალი, მსოფლიოში ამჟამად მიმდინარე პროცესებზეა დამოკიდებული.

„მოსკოვი დაიკეტა, მოსკოვის ოლქი დაიკეტა და ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ხალხს ავარიდოთ ეს დაავადება. თუ საჭირო იქნა, რა თქმა უნდა, დავხურავთ ტურისტულ ობიექტებს. დიახ, ეს ჩვენი მოქალაქეების მთავარი შემოსავალია, მაგრამ, ჩვენი მთავარი ამოცანაა მოქალაქეების ჯანრთელობის შენარჩუნება“, - განაცხადა მან.

კვირას 22 მარტს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული.  სანიტარულ - ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა საარჩევნო კომისიას მიმართა რეკომენდაციით, არჩვენების დღეს მინიმუმამდე დაიყვანოს ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.