ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
საგანგებო მდგომარეობა აფხაზეთში და მისი გავლენა ეკონომიკაზე 
აფხაზეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისევ აკრძალულია რუსეთთან საზღვრის კვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ხოლო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დაბრუნებულმა მოქალაქეებმა 14 დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ.

თუმცა, მანამდე, შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა.15 ივნისიდან  ნებადართულია მასობრივ - კულტურული და საზეიმო ღონისძიებების, მათ შორის, ქორწილების ჩატარება, ასევე მუშაობა განაახლეს სპორტულმა დარბაზებმა, სპა და მასაჟის სალონებმა, საუნებმა, სტომატოლოგიურმა კაბინეტებმა, რესტორნებმა და კვების ობიექტებმა. მუშაობის ყოველდღიურ რეჟიმზე გადადიან ტანსაცმლის და სასურსათო ბაზრობები.

მინისტრთა კაბინეტში გამართულ თათბირზე, სადაც მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განიხილეს, პრემიერ - მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა განაცხადა, რომ აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე საკარანტინო ზომების გახანგრძლივება აუცილებელი და გამართლებული ზომაა.

"ჩვენ განვაგრძობთ კონსულტაციებს ჯანდაცვის სამინისტროსთან და ეპიდემიოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან, დღეის მდგომარეობით, საზღვარს ვერ გავხსნით, სწორედ მათ რეკომენდაციებს ვეყრდნობით, როდესაც ქვეყნის შიგნით ვატარებთ აღნიშნულ ღონისძიებებს", - თქვა ანქვამბა. მისი ინფორმაციით, ის მოქალაქეები, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, შესაბამის შემოწმებას გადიან, და მთავრობა ყველას ზომას მიმართავს, რადგან არ დაუშვან რესპუბლიკის ფარგლებში ინფექციის ფართოდ გავრცელება.

შეხვედრაზე მან განაცხადა, რომ შეზღუდვები უარყოფითად აისახება ეკონომიკის ყველა მიმართულებაზე, განსაკუთრებით, ტურიზმზე, თუმცა, გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, ჯერ  ნაადრევია საკურორტო სეზონის გახსნაზე საუბარი, ამ ეტაპზე ასევე აკრძალულია სასტუმროებისა და სანატორიუმების დაჯავშნა.

„ტურიზმი კოლოსალურ ზარალს განიცდის, მაგრამ, მოგების მიღების სურვილის გამო, რისკის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ ადამიანების ჯანმრთელობა“, - თქვა ანქვაბმა.

მან დასძინა, რომ არსებობს იმის საშიშროება იმისა, რომ საბიუჯეტო სფეროს მუშაკებმა, ივნის-ივლისში ხელფასიც ვერ მიიღონ. „ბიუჯეტის შემოსულობებმა ბოლო 5 თვის განმავლობაში გადააჭარბა გეგმიურ მაჩვენებლებს 98 % - ით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ივნისშიც ასე იქნება, ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესადაც იყოს. არ გაშინებთ, ეს რეალობაა, რადგან აკრძალვებმა და ეკონომიკის შეჩერებამ სერიოზული ზარალი მიაყენა ჩვენს მოქალაქეებს და ქვეყნის ბიუჯეტს“, - განმარტა მან.

ნეგატიური პროგნოზის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პოზიტიური და იმედისმომცემი აღმოჩნდა საზღვაო სეზონის გახსნა. აფხაზეთში ოფიციალურად 1 ივნისიდან დაიწყო.

ქალაქის მთავარი სანიტარული ექიმის ალა ბელიაევას თქმით, ზღვის წყალი ყველა ნორმას აკმაყოფილებს, ხოლო წყალში ცურვა, კოვიდ-19 გავრცელების თვალსაზრისით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. "ჯერ არ არსებობს მონაცემები კორონავირუსის იმ ტიპის შესახებ, რომელიც ზღვის წყლით გადაეცემა. ამიტომ, ვთვლი, რომ წყალში ცურვა საფრთხეს არ წარმოადგენს", - ამბობს სპეციალისტი.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.














Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
აფხაზეთის ომის ვეტერანმა ლაშა ზუხბამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც სოლიდარობა გამოუცხადა თბილისის მომიტინგეებს, რომლებიც „აგენტების“ კანონს აპროტესტებენ.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.