ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
როგორია სოხუმის მაიმუნების სანაშენე დღეს (ფოტო/აუდიო)
გასული საუკუნის 20 - იან წლებში სოხუმი მაიმუნების სანაშენე მეურნეობის მოსაწყობ ადგილად შეარჩიეს. საბჭოთა კავშირის პერიოდში აფრიკაში შეიძინეს ათობით სხვადასხვა პრიმატი, რომელიც 1927 წელს ბათუმიდან ხომალდ "პესტელით" ჩამოიყვანეს. მათგან მხოლოდ ჰამადრილები გადარჩნენ, შეეგუვნენ სოხუმის ჰავას და გამრავლდნენ.

70 - იან წლებში მდინარე გუმისთის გასწვრივ გაშენდა გრძელი ვოლიერები, სადაც 2000 - მდე მაიმუნი მოათავსეს. 1958 წელს, სოხუმში, სანაშენე ბაზაზე, ექსპერიმენტული პათოლიგიისა და თერაპიის ინსტიტუტი შეიქმნა. შემდგომში, ის პრიმატოლოგიის შესწავლის ცენტრად და ონკოლოგიურ დაავადებათა კვლევის ბაზად იქცა. აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, 1994 წელს, სანაშენე ბაზაზე მხოლოდ 37 მაიმუნი რჩებოდა. თუმცა, მოგვიანებით, კვლევები ისევ განახლდა. დღეისთვის, ინსტიტუტიც და ბაზაც აღდგენილია, პრიმატების რაოდენობა კი 600 - ს აღწევს.2009 წლიდან ინსტიტუტს ზურაბ მიქვაბია ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ბოლო სამი წლის განმავლობაში გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიის და მიკრობიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებთან ერთად ჩაატარეს კვლევები, ყივანახველას წინააღმდეგ ახალი ვაქცინის შესაქმნელად. „...ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინას, რომელსაც დღეს იყენებენ, აქვს გარკვეული ხარვეზები და აღმოჩნდა, რომ ზრდასრული ადამიანები არიან ყივანახველას ინფექციის მატარებლები. ესე იგი, თავად ზრდასრულ ადამიანებში ის შეიძლება საერთოდ უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ამ დროს, ისინი ბავშვებისთვის წარმოადგენენ ინფექციის წყაროს“, - ამბობს ზურაბ მიქვაბია.
გარდა ამისა, მისი თქმით, გარკვეულ წარმატებებს ინსტიტუტმა ე.წ. "ახალგაზრდობის ჰორმონის" შექმნაში მიაღწია. "ჰორმონი დეჰიდროეპიანდროსტერონი ადრე ცნობილი იყო, როგორც გამაახალგაზრდავებელი ჰორმონი და მის მიმართ უკვე მრავალწლიანი ინტერესი არსებობს... იყო მისი ადამიანის ორგანიზმში შეყვანის მცდელობაც, გარკვეული ეფექტიც მიიღეს, თუმცა ჩვენი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩემი აზრით, სწორედ იმ დოზირებას მივაღწიეთ, რომელიც, შეყვანის შემდეგვე იძლევა შესამჩნევ ეფექტს", - ყვება სპეციალისტი. 

მიქვაბიას თქმით, ამ ნაშრომების შედეგებზე ვენასა და ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციებზე იყო საუბარი, რა დროსაც სოხუმის კვლევითი ინსტიტუტი იყო ნახსენები.
ახლა მაიმუნების სანაშენე ბაზაზე, ისევე როგორც ადრე, ბიუჯეტის შესავსებად ექსკურსიები ტარდება. ზოგჯერ, მაიმუნები ვოლიერებიდანაც იპარებიან და ქალაქში გამოჩნდებიან ხოლმე, თუმცა, როგორც მიქვაბია ამბობს, ისინი ადამიანებს თავს არ ესხმიან, რადგან მოშინაურებულები არიან. დაწესებულების თანამშრომლები, მას შემდეგ, რაც მოსახლეობისგან შეტყობინებას იღებენ, მაიმუნებს ისევ უკან აბრუნებენ.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
08 / მაისი 2024
მუსიკით დასრულდა აქცია ზუგდიდის სკეიტ პარკში, სადაც შეკრებილებმა ე.წ აგენტების კანონი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. დღევანდელი აქცია ევროპის დღეების ფარგლებში გაიმართა.
08 / მაისი 2024
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიზე, ევროპის დღეების ფარგლებში, „აგენტების“ კანონის მოწინააღმდეგეებმა შეკრება, დაახლოებით, 6 საათზე დაიწყეს.
08 / მაისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გუშინდელ ინაუგურაციაზე არ მიიწვიეს, წერს ტელეგრამ არხი Respublica.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 9 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 10 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.