ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
კორონავირუსის ახალი ტალღა აფხაზეთში და პეტიცია შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით

გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოს, რომელიც ამჟამად კოვიდ მიმღებ მთავარ ცენტრს წარმოადგენს, კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადასცეს.

სამედიცინო აღჭურვილობა ჰოსპიტალისთვის აფხაზი ბიზნესმენების მიერ შექმნილმა მოძრაობამ "ჩვენ ერთად ვართ" შეიძინა.

ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ აღნიშნა, რომ "გულმკერდის ორგანოების, განსაკუთრებით ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია ასოცირებული პნევმონიის დიაგნოსტიკის და ინსტრუმენტული კვლევის ძირითადი მეთოდია".

მისი ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფო სრულად არის აღჭურვილი აუცილებელი დიაგნოსტიკური და სამკურნალო აპარატურით.

4 თვეზე მეტია, სამედიცინო დაწესებულებაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ და მათი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან მედიკოსები. ინფექციის ახალი ტალღის შემდეგ, ისინი ვერ უმკლავდებიან დაავადებულთა გაზრდილ ნაკადს. მედპერსონალს, ხშირად მთელი კვირის განმავლობაში უწევს საავადმყოფოში ყოფნა, შემდეგ კი მომავალ ცვლამდე, თვითიზოლაციაში გადასვლა. "პანდემიის დაწყებიდან რეანიმატოლოგები ვმუშაობთ შესაბამისი გრაფიკით, მაგრამ ამ სიტუაციაში, როდესაც მკვეთრად გაიზარდა მძიმე პაციენტების ნაკადი და გართულდა სიტუაცია კოვიდთან დაკავშირებით, კვირაზე მეტხანს გვიწევს მორიგეობა, კადრების არყოფნის გამო, პერსონალი იფიტება, არ გვყოფნის რესურსი, საქმე კი ძალიან ბევრია. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ სანიტრები, ექიმები, ექთნები, ერთმანეთს ვეხმარებით, არარეალური დატვირთვაა, ერთი და ორი ადამიანი ამას ვერ მოერევა", - ყვება გუდაუთის საავადმყოფოს ექიმ- რეანიმატოლოგი რინელ ქობალია.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელი მოაწერეს პეტიციას, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებენ დააწესონ დამატებითი შეზღუდვები კორონავირუსის შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად. კერძოდ, შეზღუდონ მასობრივი ღონისძიებების ჩატარება, გაამკაცრონ კონტროლი სკოლებსა და ბაღებში, ასევე კვების ობიექტებში.

აფხაზეთში ტრადიციულად გრძელდება ხალხმრავალი ქორწილების გადახდა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მოქალაქეების დაინფიცირება, მეტწილად, სწორედ ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში ხდება, სადაც ვირუსი ელვის სისწრაფით შეიძლება გავრცელდეს და სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

პეტიციის ერთ - ერთი ხელმომწერის "ჰუმანიტარული პროგრამების ცენტრის"თანამშრომლის ლიანა კვარჩელიას თქმით, ზომები, რომლებზეც ისინი საუბრობენ პეტიციაში, სავსებით მისაღებია და მათი მიღება არ არის რთული. "უნდა დაწესდეს შეზღუდვები აფთიაქებში, მაღაზიებში, თავშეყრის ადგილებში... უნდა აიკრძალოს მასობრივი ღონისძიებები, რა არის აქ ისეთი, რაც ვერ შესრულდება ან ძვირი დაჯდება? ჩვენ ვფიქრობთ დროა, რომ დაწესდეს ეს შეზღუდვები, რადგან ვხედავთ, რა სისწრაფით იზრდება დაავადებულთა რიცხვი... რა თქმა უნდა, კოლექტიური იმუნიტეტი უნდა გამომუშავდეს, თუმცა სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერების პარალელურად, ეტაპობრივად უნდა მოხდეს", - განაცხადა ლიანა კვარჩელიამ.

მისი თქმით, შეზღუდვების ერთბაშად მოხსნამ მოქალაქეთა დიდი რაოდენობის დაინფიცირება გამოიწვია, რასაც მედიკოსები ვერ უმკლავდებიან, ოპერატიული შტაბი კი იძულებულია საზოგადოებას და მოხალისეებს მიმართოს დახმარებისთვის.

ბოლო კვირის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსი 186 ადამიანს დაუდგინდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ყოველ დღე იზრდება.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.