ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
Covid-19: რა დამატებით ზომებს მიმართავენ სოხუმში კორონავირუსთან საბრძოლველად

კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით აფხაზეთის პარლამენტმა 2020 წლის ბიუჯეტიდან ორი მილიონი რუბლი გამოყო.

თანხა გუდაუთის ცენტრალური რაიონული, სოხუმის ინფექციური და სოხუმის საქალაქო კლინიკური საავადმყოფოების მედიკამენტებითა და სამედიცინო სახარჯი მასალებით მომარაგებას მოხმარდება. გარდა ამისა, გუდაუთის საავადმყოფოს ექიმებს წლის ბოლომდე  დამატებით დააფინანსებს მოსკოვის აფხაზური დიასპორა.

აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპი იზრდება და სიტუაცია რთულდება. ოქტომბრის დასაწყისიდან რამდენიმე ათეული შემთხვევა ფიქსირდება ყოველდღიურად.13 ოქტომბრიდან სოხუმის ინფექციურმა საავადმყოფომ დაიწყო კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღება, რისთვისაც სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით 30 საწოლი განათავსეს. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გუდაუთის კოვიდმიმღებ ცენტრში 250 საწოლია მობილიზებული, ოჩამჩირის საავადმყოფოში 20, გაგრაში კი 18. გარდა ამისა, სოხუმის ბავშვთა პოლიკლინიკაში მიიღებენ კოვიდდადასტურებულ ბავშვებს. მწვავე აუცილებლობის შემთხვევაში, მათ სამედიცინო დაწესებულების განკარგულებაშია 20 ტესტი და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი.

რუსული სამხედრო საველე მობილური ჰოსპიტალი, რომელიც სოხუმში განთავსდა, 100 – 150 საწოლზეა გათვლილი. გარდა ამისა, გუდაუთის საავადმყოფოში ჩავიდა ბაშკირელი მედიკოსების ბრიგადა, რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას. რეანიმატოლოგ ტატიანა კირეენკოს თქმით, ისინი აფხაზ კოლეგებს ეხმარებიან, Covid 19 - ის წინააღმდეგ ბრძოლაში. "ექიმები დიდი დატვირთვით მუშაობენ და საავადმყოფოში ცხოვრობენ. მინდა აღვნიშნო თქვენი მედიკოსების მაღალი კვალიფიკაცია, ისინი პაციენტებს დახმარებას მაღალ დონეზე უწევენ, ჩვენ, პრინციპში, მხოლოდ აქ ყოფნით შეგვიძლია ცოტათი მაინც შევუმსუბუქოთ მათ მუშაობა, რომ რამდენიმე საათიანი დასვენების საშუალება მივცეთ ... ჯერჯერობით, პრობლემები არ გვქონია, საავადმყოფოში არის ყველაფერი, რაც გვჭირდება, ასე რომ, ვმუშაობთ სრული დატვირთვით… რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ავადმყოფები რეანიმაციაში არიან ... მათ შორის, უფრო მეტად, ასაკოვანი ადამიანები არიან, რომელთაც თანმხლები პათოლოგიები აქვს. ყველა პაციენტს ჟანგბადი მიეწოდება",- ამბობს ის.

რუსეთის სამეცნიერო ცენტრმა "ვექტორმა" აფხაზეთს სატესტო სისტემები მიაწოდა, რაც 10 ათასი კვლევის ჩატარების საშუალებას იძლევა.

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, აფხაზეთში შეზღუდვებია დაწესებული. აკრძალულია მასობრივი და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, დაკეტილია სკოლები და ასევე რეგულაციები მოქმედებს საქალაქო ტრანსპორტში.მიუხედავად ამისა, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილი, არ ითვალისწინებს მედიკოსების რეკომენდაციებს და უგულისყუროდ ეკიდება მათ.

ფსიქოლოგი ხათუნა ლოგუა მიიჩნევს, რომ საფრთხის უგულებელყოფა ეს არის, მის წინაშე შიშის პარადოქსული გამოვლინება. "ამას არ დავარქმევდი შიშის არ არსებობას, უბრალოდ შიში შეიძლება სხვადასხვანაირად გამოვლინდეს,  უარყოფა არის ერთგვარი  თავდაცვა მისგან. ადამიანი, რომელიც შიშს ვერ ერევა, სხვა გზას ვერ პოულობს, გარდა უარყოფისა და ფიქრობს, რომ ის, რაც ხდება შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ, სხვას, მხოლოდ არა მას... ეს რა თქმა, უნდა შიშის ყველაზე უარესი გამოვლინებაა, თუმცა, შიშს აქვს დადებითი მხარეც, სწორედ ის გაიძულებს იყო მობილიზებული საფრთხის წინაშე. შიში, უნდა დახმარებოდა ადამიანებს ამ წესების დაცვაში, თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ადამიანები არაადეკვატურად აფასებენ სიტუაციას", - ამბობს ფსიქოლოგი

აფხაზეთში 30 ოქტომბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში სულ 4160 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 40 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 2257 პირი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.




















 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 10 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 12 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.