ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ჩაშლილი დისტანციური სწავლება და აკრძალვების მიუხედავად ჩატარებული გაკვეთილები აფხაზეთში (ფოტო/აუდიო)
აფხაზეთში, კორონავირუსის პანდემიის გამო სასწავლო პროცესი სკოლებში 2020 წლის 15 ოქტომბრიდან არ განახლებულა. სწავლა არც დისტანციურად გაგრძელებულა. ზუმის პლატფორმის გამოყენებით, გაკვეთილების ონლაინ რეჟიმში ჩატარების მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა. მშობლების ნაწილმა შვილები გადაიყვანა კერძო სკოლებში რომელთაც, მიუხედავად აკრძალვებისა, სწავლა არ შეუწყვეტიათ. "უბრალოდ, ჩემი შვილი პირველკლასელია. ის კერძო სკოლა "ალაშარაში" სწავლობს. მინდა აღვნიშნო, რომ ამ სკოლაში, დაავადების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, არც მშობლებში, არც ბავშვები, სეს-ის ნორმებს დირექცია მკაცრად იცავს, არც ერთ მშობელს არ უშვებს სკოლის ტერიტორიაზე, 140 - მდე მოსწავლეა", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი ანტიცა კვიცინია.

მისი თქმით, საჯარო სკოლების მასწავლებლების ნაწილმა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ გაკვეთილები რეალურ სივრცეში ჩაეტარებინა, ცალკე ფართი დაიქირავა და გარკვეული სწავლის ქირაც დააწესა. ბევრისთვის ეს მისაღები აღმოჩნდა, თუმცა ანტიცა კვიცინია თვლის, რომ, საშუალო შემოსავლის მქონე მშობლები ამ თანხას ვერ გასწვდებიან. "შენობა დაიქირავეს 10 ათასად, არ დავასახელებ სკოლას და მასწავლებლებს, 20 მოსწავლეა დაწყებითი კლასების, რა თქმა უნდა, სწავლის ქირასაც იღებენ, ეს მათი უფლებაა და ახლა ამაზე არ ვიმსჯელებთ, მაგრამ, დაახლოებით, 14 – 15 ათასია ერთ ბავშვზე, მაშინ, როდესაც, საშუალოდ, ხელფასი 12-დან 18 ათასამდეა. მე, მაგალითად, კომერციულ ორგანიზაციაში ვმუშაობ და 19 ათასი მაქვს ხელფასი, მე ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას, რომ 14-15 ათასი გადავიხადო ჩემი შვილის სწავლის ქირაში", - ამბობს პირველკლასელის დედა.

აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი აცხადებს, რომ სკოლებში კარანტინი არა მარტო კოვიდის, არამედ სეზონური გრიპის გამოც გაგრძელდა. ლუდმილა სკორკის თქმით, სწორედ იანვარში იმატებს მწვავე რესპირატორული დაავადებების რიცხვი ბავშვებში. "ჩვენ სწორედ მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით ვაკეთებთ ამას, სწორედ ისინი აქვეითებენ ბავშვის ორგანიზმის იმუნურ სისტემას", - ამბობს სპეციალისტი.

მშობლების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს შეჩერებული სასწავლო პროცესის გამო, რადგან თვლის, რომ ეს უარყოფითად აისახება მოზარდების აკადემიურ მოსწრებაზე და მათ ჩამორჩენას გამოიწვევს. გარდა ამისა, მოსწავლეების ნაწილს, არც ინტერნეტზე მიუწვდება ხელი და არც კომპიუტერებითაა უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით, სოფლებში. "ქვეყანაში მატერიალურ ტექნიკური ბაზისთვის არ გვყოფნის ფული, ახლა ამ გლეხმა რა ქნას, რომელიც სამ ქათამს გაყიდის და იქნება ერთ თვეს ეყოს ეს თანხა, მერე რა ქნას? ინტერნეტს უფასოდ ვინ მოგცემს, ჰოდა, უნდა გაზარდოს უცოდინარები, არადა, იქნებ გენიოსი ეზრდება", - ამბობს, ერთ-ერთი მოსწავლის ბაბუა.   

სხვები კი თვლიან, რომ ხელისუფლებამ მოქმედების კონკრეტული გეგმა უნდა წარმოადგინოს, რადგან, მოსახლეობა სრულ გაურკვევლობაშია და არ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კარანტინი სკოლებში. "ხომ არის დროის რაღაც მონაკვეთი, რომელიც საჭიროა, რომ ჩვენ გამოვიდეთ კარანტინიდან. იმის თქმა მინდა, რომ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ, მაგრამ, დაახლოებით მაინც უნდა იცოდეს ხალხმა რა ვადებზეა საუბარი, როდის შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, რომ რაღაც პერსპექტივა იყოს...", - ამბობს ერთ- ერთი მოსწავლის მამა.  

მშობლების ნაწილი, მზად არის, მხარში ამოუდგეს სკოლებს და ხელი შეუწყოს მათ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების მკაცრად დაცვაში, ასევე, ერთობლივად განსაზღვროს, თუ რა ფორმით შეიძლება უახლოეს პერიოდში ბავშვების სკოლაში დაბრუნება. ამ წინადადებით გამოვიდა მშობელთა საერთო - ეროვნული კომიტეტი, რომელიც 9 დეკემბერს საგანგებოდ შეიკრიბა. "როგორმე უნდა მოვიფიქროთ სკოლების გახსნის გზები, რადგან ჩვენ მოვაწყეთ ქვეყნის სკოლების რევიზია, მშობლების დახმარებით, და სიტუაცია სავალალოა, იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ყველა მოსწავლეს არა აქვს  ცოდნის მიღების შესაძლებლობა... სამწუხაროდ, ისეთი სკოლებიც არის, სადაც 15 ოქტომბრიდან საერთოდ არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, საზოგადოებრიობის ყურადღება მოვიზიდოთ, ასევე დავიცვათ სესის მიერ დაწესებული ყველა ნორმა, რადგან, როგორც ვხედავთ, ამ ციფრს თუ ვერ მოვერიეთ, სკოლებსაც ვერ გავხსნით, ჩვენ ასე გვესმის ეს", - განაცხადა მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარე მონა გუმბამ.

მანამდე, განათლების მინისტრმა ინალ გაბლიამ, არა ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს და მოუწოდა მათ, დაეხმარონ შეჭირვებული ოჯახებს და შეუძინონ მათ კომპიუტერული ტექნიკა.  თუმცა, ამ მიმართულებით აქტიურობა ჯერჯერობით არ შეიმჩნევა.

ეპიდვითარებიდან გამომდინარე, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, აფხაზეთში 10 თებერვლამდეა გაგრძელებული. ამ დრომდე,   სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირება აკრძალულია.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
04 / მაისი 2024
27 აპრილს, დადიანების სასახლეთა-ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის დიდ დარბაზში გაიხსნა გამოფენა - „გადარჩენილი ტრადიციები“, რომელიც 27 ინვისამდე გაგრძელდება.
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 18 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.