ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პანდემიის გამო გადადებული "ბოლო ზარი" და აფხაზი აბიტურიენტების შეცვლილი გეგმები (ფოტო/აუდიო)
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს აფხაზეთის სკოლებში ბოლო ზარი გაცილებით უფრო გვიან, 25 ივნისს დაირეკება. უფრო დაბალი კლასებისთვის კი სასწავლო წელი კი 15 ივნისს დასრულდება. 

ხანგრძლივი კარანტინი, რომელიც ოქტომბრიდან თებერვლამდე გაგრძელდა, მოსწავლეებისთვის, მათ მათ შორის მე-11 კლასელებისთვის გამოწვევად იქცა. სკოლების უმრავლესობა ვერც დისტანციურ სწავლებაზე გადაეწყო.   

"თავიდან, მოგვეწონა კიდეც, რომ სკოლაში არ უნდა გვევლო, მერე მოვიწყინეთ. კლასელებს ვერ ვხდებოდით, ვერ ვხალისობდით ძველებურად შესვენებებზე, გაკვეთილებზეც... თუმცა, სწავლას ვაგრძელებდით, წინ ხომ მისაღები გამოცდები გველოდება, რეპეტიტორებთანაც ვმეცადინეობდით, მშობლებიც უფრო მომთხოვნები გახდნენ. ჩვეული ხალისი, რაც სასკოლო ცხოვრებას ახლავს ხოლმე, სადღაც გაქრა", - ყვება დამამთავრებელი კლასის მოსწავლე სალომეა ჯინჯოლია.
როგორც ამბობს, პანდემიის მიუხედავად, მისი თანატოლების დიდი ნაწილს, სწორედ წელს უნდა ეფიქრა სამომავლო გეგმებზე, იმაზე, თუ სად გააგრძელებდნენ სწავლას სკოლის დასრულების შემდეგ. მასწავლებლები ცდილობდნენ, რომ მეტი დრო დაეთმოთ გამოსაშვები კლასებისთვის. თუმცა, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო რეპეტიტორებზე. "უცნაურია, რომ სკოლაში მისვლა აგვეკრძალა, თუმცა, ვფიქრობ, შეიძლებოდა, პატარა 10 კაციანი ჯგუფების შექმნა და გაკვეთილების ჩატარება. მასწავლებლებზე შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ პროგრამას არ ჩამოვრჩენოდით. დიდი მადლობა მინდა მათ გადავუხადო, სხვა თუ არაფერი, ჩვენი გულისთვის საკუთარ ჯანმრთელობას აყენებდნენ რისკის ქვეშ", - ამბობს სოხუმელი მოსწავლე.  

ის ყვება, რომ პანდემიამ აბიტურიენტები გეგმები სრულიად შეცვალა. ბევრი მათგანი, ვინც საზღვარგარეთ გეგმავდა სწავლის გაგრძელებას, საზღვრების დაკეტვის გამო, ვერსად მიდის. გარდა ამისა, აფხაზი კურსდამთავრებულებისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში გათვალისწინებულია გარკვეული კვოტები, თუმცა, აბიტურიენტების ნაწილმა, ისევე როგორც სალომეამ, უარი თქვა ამ შესაძლებლობაზეც. "რუსეთში ვაპირებდი ჩაბარებას, თუმცა, ბოლოს მაინც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავწყვიტე, ზამთარში რომ ისევ კარანტინი დააწესონ და საზღვრები დაკეტონ, ისევ დისტანციურზე გადაგვიყვანონ, სახლიდან ასე შორს ყოფნა ძალიან გამიჭირდება. წელს ძალიან არ გაგვიმართლა, თუმცა, მაინც ვამაყობთ, რომ პანდემიის გამოსაშვები კლასი ვიქნებით", - ამბობს აბიტურიენტი.

მისაღებ გამოცდებამდე, აფხაზეთის სკოლების დამამთავრებელ კლასებს ერთი თვე დარჩათ, როგორც ჩანს, აბიტურიენტების ცხელი პერიოდი, ზაფხულის ყველაზე ცხელ თვეებს დაემთხვევა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
16 / მაისი 2024
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
16 / მაისი 2024
ზუგდიდში "აგენტების" კანონის გასაპროტესტებლად დღეს, კვლავ, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან შეიკრიბნენ.
16 / მაისი 2024
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 11 °C
img
ფოთი 0 °C
img
მესტია 3 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.