ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
დაბრუნება სკოლებში - ეპიდვითარება მასწავლებლების ვაქცინაციის დაბალი ტემპის ფონზე
აფხაზეთის სკოლებში საგანმანათლებლო პროცესის დაწყებიდან დღემდე, სკოლის მოსწავლეებში ინფექციის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ წელს, შარშანდელისგან განსხვავებით, სკოლების კარანტინზე გადაყვანა არ იგეგმება. ამ ეტაპზე, დროებით იხურება მხოლოდ ის კლასები, სადაც ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება.  

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გუდაუთის რაიონში 5 კლასია გადაყვანილი კარანტინზე, გალში - 1, ოჩამჩირის რაიონში - 6, სოხუმის რაიონში კი - 10. "განათლების სამინისტროს ერთადერთი მოთხოვნაა, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა, როგორიცაა დისტანცია და პირბადის ტარება, თუკი ადამიანები კარანტინზე არიან და სკოლაში არ დადიან, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ქალაქში გასვლა შეუძლიათ, ანუ თვითიზოლაციის რეჟიმი მკაცრად უნდა იყოს დაცული",- ამბობს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ასლან ქუთელია.

ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბა მშობლებს თხოვნით მიმართავს, მაქსიმალურად დაიცვან ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები, რათა ბავშვებმა უსაფრთხო გარემოში განაგრძონ სწავლა. "... ჩვენი მოქალაქეები, კერძოდ, კი მშობლები, სკოლის შესასვლელთან იყრიან თავს, ეს კი პირიქით, დაავადების გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ , კიდევ ერთხელ , პირადად მივმართავ თხოვნით ჩვენს პატივცემულ მშობლებს, ასევე ჩვენს ბავშვებს, რომლებიც მიდიან სკოლაში, შესასვლელთან ნუ შეგროვდებიან, მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ეს ჯაჭვი გავწყვიტოთ", - განაცხადა ბუთბამ.

მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის სკოლების უმრავლესობა აღჭურვილია რეცირკულატორებით - ჰაერის გამწმენდი მოწყობილობებით. ამავე ცნობით, უახლეს მომავალში,  მსგავსი მოწყობილობებით და ინფექციისგან დაცვის სხვა საშუალებებით ყველა სკოლას მოამარაგებენ.  

პედაგოგები, მოსწავლეები და მასწავლებლები, ერთხმად აღიარებენ, რომ მათ აშინებთ დისტანციურ სწავლებაზე ისევ გადასვლის პერსპექტივა, გამომდინარე შარშანდელი სასწავლო წლიდან, რომელიც არაეფექტიანი გამოდგა.

სოხუმის მეორე სკოლის დირექტორი ირინა პოვირსკერი ამბობს, რომ სწავლება უკუკავშირს გულისხმობს, რომლის მიღება რთულია, მოსწავლეებთან ცოცხალი კონტაქტის გარეშე. "მაგალითისთვის, ბავშვი ასრულებს დავალებას, შემდეგ ფოტოს უღებს და აბრუნებს, ამის შემოწმება საკმაოდ რთულია. ჩვენ არ ვართ ჯერჯერობით ამისთვის მზად. ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ბავშვების მატერიალური მდგომარეობა, სამწუხაროდ, ამის საშუალებას არ იძლევა", - განმარტავს ის.

აფხაზეთის სკოლებში 3700 მასწავლებელი მუშაობს, მათგან მხოლოდ 300-ია აცრილი. პედაგოგების 50%-მა Covid-19 უკვე გადაიტანა. მიუხედავად ჯანდაცვის სამინისტროს არაერთგზის მოწოდებისა, მათი უმრავლესობა არ ჩქარობს ვაქცინაციის პროცესში ჩართვას.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
27 / აპრილი 2024
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო დ ფოლკლორის თეატრში ანტი-ლგბტ კანონს განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.