ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
პლატფორმა "გუმა" - პანდემიის პირობებში სოხუმში შექმნილი კულტურული სივრცე
სოხუმში ახალი კულტურული სივრცე, პლატფორმა "გუმა" შეიქმნა, რომელიც ქალაქის ცენტრში არსებული უმოქმედო რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე განთავსდა. მისი შექმნის იდეა საინიციატივო ჯგუფს გაუჩნდა, რომელმაც დაიქირავა აღნიშნული სივრცე. "გუმა არტ-სთეიშენ" პროექტის კურატორის, შარიდა ტუჟბას თქმით, ძველი შენობის ჭერქვეშ ფუდკორტისა და საგამოფენო დარბაზის მოწყობამდე, ეს ადგილი ნაგავსაყრელს უფრო ჰგავდა. "დღეს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე შეიძლება ფილმი ან გამოფენა ნახო, ჭამო კიდეც, ამ ტიპის სივრცის გახსნის იდეა პანდემიის დროს გაგვიჩნდა, როდესაც კაფე-რესტორნები და საგამოფენო დარბაზები დაიხურა. გუმამ გააერთიანა ეს ყველაფერი ერთ სივრცეში, მხოლოდ ღია ცის ქვეშ, როგორც ამას სანიტარული ნორმები ითხოვს პანდემიის დროს. აქ უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება, თუმცა ორგანიზატორებს დიდი გეგმები აქვთ", - ამბობს ტუჟბა.

პლატფორმის შემქმნელები მსურველებს ღონისძიებების მოწყობაში დაეხმარებიან. მათ მიერ შეთავაზებული მომსახურება ფასიანი იქნება. ჯერჯერობით, მოქალაქეებს ამ სივრცეში გემრიელი ყავა, შაურმა, კოქტეილი და საინტერესო ადამიანებისა თუ სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ლექციები იზიდავენ. სიახლეების შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ინსტაგრამის გვერდზე ეცნობიან. "აქვე ტარდება ლექციები სხვადასხვა საინტერესო თემაზე, მე მაგალითად, ინსტაგრამს ვადევნებ თვალს, რომ არცერთი ასეთი ღონისძიება არ გამომრჩეს", - ამბობს ახალგაზრდა ქალი.

ალტერნატიული კულტურული სივრცის შემქმნელები ამბობენ, რომ რკინიგზის სადგური "გუმა" არქიტექტურის ძეგლია, თუმცა, ქალაქს არც მისი რესტავრაციისთვის და არც მოწესრიგებისთვის სახსრები არ გააჩნია. ისინი თვლიან, რომ ამ ეტაპზე სადგურის ტერიტორიის დაქირავება აფხაზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საშუალებაა. "ეს მიმზიდველი ადგილია, სუფთა და ლამაზი, აქ ამოდიან ფოტოების გადასაღებად, ჩვენი ამოცანაა, აქაურობა შევინარჩუნოთ. სამწუხაროდ, ახლა ჩვენთვის უჩვეულოა სტალინის ამპირის არქიტექტურული სტილის ნაგებობა", - ამბობს პლატფორმა "გუმას" საინიციატივო ჯგუფის წევრი.

"გუმა" სულ რამდენიმე თვეა არსებობს, თუმცა იქ შექმნილი ატმოსფეროს გამო შემოქმედებითი ახალგაზრდებისა და ქალაქის სტუმრების ერთ-ერთ საყვარელ ადგილად უკვე იქცა.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.












Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
03 / მაისი 2024
48 საათიანი პატიმრობის შემდეგ, ზუგდიდელი აქტივისტი, როსტომ ზარანდია თავისუფალია. მან გვითხრა, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია. ზარანდია წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა და მას შემდეგ, რაც ოცდაოთხსაათიანი ვადა ორჯერ ამოიწურა, გამოუშვეს. მისივე თქმით, დაკავების მომენტში, მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
03 / მაისი 2024
მესტიის გზაზე, სოფელ ნაკრასთან მსუბუქი ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.