ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
ელოდებიან თუ არა სოხუმში ეპიდვითარების გაუარესებას სექტემბრის უქმეების შემდეგ

სოხუმში სექტემბრის უქმეების შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრად მატებას ვარაუდობენ. მოქალაქეების ნაწილი მიიჩნევს, რომ თვის ბოლოს მოსალოდნელია კორპორაციული საღამოების და სხვადასხვა ღონისძიებების გამართვა,

რა დროსაც ადამიანები ნაკლებად იცავენ პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაციებს.  

"30-ის შემდეგ, ვფიქრობ, მკვეთრად გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი, რადგან ამ დროს იშლება სუფრები, ძალიან ბევრი შეხვედრა იქნება. დაუსრულებელი კორპორაციული საღამოები. მე ვთვლი, რომ საკმაოდ ბევრი ინფიცირებული იქნება", - ამბობს სოხუმის მცხოვრები. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში საგრძნობლად შენელდა იმუნიზაციის ტემპები, დღეში, საშუალოდ, 40-50 ადამიანი იცრება. სულ, ამ დროისათვის, რუსული "სპუტნიკ ლაითით", რომელიც სოხუმმა აგვისტოში შეიძინა, აცრილია 2826 ადამიანი.  

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ სასწავლო წლის დაწყების შემდეგ იმატა ინფიცირების შემთხვევებმა სკოლის მოსწავლეებში, რის გამოც, კარანტინზეა გადაყვანილი რამდენიმე კლასი და ერთი - სოხუმის #10 სკოლა. თუმცა, მშობლების ნაწილი წინააღმდეგია ასეთი რადიკალური ზომებისა, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, შარშან სასწავლო პროცესი პანდემიის გამო, პრაქტიკულად ჩავარდა. "უბრალოდ, სკოლა დახურეს, თქვეს, რომ მასწავლებლები და მოსწავლეები დაავადდნენ, ჩვენს პირველ კლასში კი არავინაა ინფიცირებული, მესამეშიც ნორმალურადაა".

"მე რა თქმა უნდა ვეთანხმები ამას, მაგრამ, ყველა რატომ უნდა დაზარალდეს, ყველა სკოლა რატომ უნდა დაიხუროს, რა უნდათ, რომ გაუნათლებელი ერი გვყავდეს, ისედაც რამდენი გაცდა... სამი საგანი დაემატათ, მეშვიდე კლასი რო იყო, რა ისწავლეს?" - ამბობენ მშობლები. ჯანდაცვის მინისტრის ედუარდ ბუთბას თქმით, ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის. "დღე-ღამეში 7 ბავშვი შემოჰყავთ ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიაში  სამკურნალოდ, ეს კი ბევრად ნაკლებია იმ მაჩვენებელზე, რაც ჩვენ პიკის პერიოდში გვქონდა, ივლის-აგვისტოში", - ამბობს ბუთბა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე აფხაზეთში მკურნალობის კურსს გადის 200-მდე პაციენტი, რომელიც უზრუნველყოფილია ჟანგბადით და მედიკამენტებით, მათ შორის, ძლიერად მოქმედი და ძვირადღირებულით. "გასულ კვირას 30 შეფუთვა აქტემრა და 50 შეფუთვა არტლეგია ჩამოვიტანეთ, აუცილებლობის მიხედვით სოხუმის ინფექციურში, გუდაუთის კოვიდ და "აიტარში" განთავსებულ ჰოსპიტლებში მოთავსებულ ჩვენს მოქალაქეებზე გავცემთ პრეპარატებს, ჩვენ არცერთი წუთით არ შეგვიწყვეტია მოლაპარაკებები ჩვენს მომწოდებელთან რუსეთის ფედერაციაში, ასევე გაკეთებული გვაქვს განაცხადი  მედიკამენტების მორიგ პარტიაზე, უბრალოდ, ველით მათ ჩამოტანას...", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი.  

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 27 775 შემთხვევა აღირიცხა, მათგან აქტიურია - 5095, გარდაიცვალა 417 ადამიანი.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
28 / აპრილი 2024
რუსეთი ოკუპანტია - ასე მიმართეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლის შემდეგ დამსწრეებს.
27 / აპრილი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მრევლს მოუწოდებს, არ მოჭრან გადაშენების პირას მყოფი კოლხური ბზა.
27 / აპრილი 2024
გარემოსდაცვითი ზედამეხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.