„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა თვითმმართველობის საკითხებზე (ვიდეო)
14:54 / 18.04.2017
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაციის
ადგილობრივ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. მათ
მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, თვითმმართველობის მოსალოდნელი
რეფორმა დემოკრატიისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკმაოდ
წონადი არგუმენტები მოიყვანეს იმის სასარგებლოდ, რომ ზუგდიდს დარჩეს
თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. თვითმმართველობა ნიშნავს, რომ
მმართველობა უნდა იყოს ხალხთან ახლოს. ახალი შესაძლო კანონპროექტის
მიხედვით კი ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა ლაშა
დამენიამ.
აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების აუცილებლობაზე
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა ირაკლი ღურწკაიამ გაამახვილა
ყურადღება.
„არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან
ერთად, აქტიური განხილვების ფონზე შეგვიძლია შევაჯეროთ საერთო
პოზიცია,თუ რა იქნება უკეთესო ჩვენი ქალქისთვის და ქვეყნისთვის.
შემდეგ კი ეს პოზიცია გახმოვანდება პარლამენტში“, - უთხრა
ჟურნალისტებს ღურწკაიამ.
„საუნჯე“ ერთ-ერთია იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, ვინც ხელი
მოაწერა განცხადებას, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ 7
თვითმმართელ ქალაქს თვითმმართველი ერთეულის სტატუსი არ გააუქმონ. მისი
წარმომადგენლის ეგნატე შამუგიას თქმით, მოსალოდნელ რეფორმაზე
"საუნჯემ" ამ ეტაპზე ზოგადი ხედვა წარმოადგინა, რადგან სამინისტროს
ჯერ კიდევ არ აქვს წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი.
„ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმას ზუგდიდელი საზოგადოების უარყოფითი
რეაქცია მოყვება, რადგან ზუგდიდელებს სურთ, რომ ზუგდიდი იყოს
თვითმმართველი ქალაქი, ჰქონდეს საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარი არჩევითი
თვითმმართველობის ორგანოები, რათა ისინი უფრო ეფექტურად ჩაერთონ
საკუთარი საცხოვრებელი გარემოს შექმნაში“, - თქვა
შამუგიამ.
ცნობისთვის, მთავრობა თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობს, რომლის
მიხედვითაც 7 თვითთმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება.
ბოლოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში 2017
წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები გაიყო და ახალი
თვითმმართველი ქალაქები შეიქმნა.
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა. მისი გახსნის ცერემონიას, თავად ასლან ბჟანია და მისი ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია ესწრებოდნენ.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის სტატისტიკით, სამეგრელო-ზემო სვანეთში 2024 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, ქალზე ძალადობის 7 შემთხვევა მოხდა.
ზუგდიდში ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრიდან ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად მსვლელობა მიმდინარეობს. მას ეპარქიის სასულიერო პირები უძღვებიან. მას არ ესწრება მეუფე გერასიმე.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები