რეგიონი
მრჩეველთა საბჭო ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას ეწინააღმდეგება
ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 7 თვითმმართველი ქალაქის, მათ შორის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც რადიო ,,ათინათი’’ უცვლელად გთავაზობთ:

,,ქალაქ ზუგდიდის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო ეხმიანება ხელისუფლების ინიციატივას 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანების თაობაზე.

წინამდებარე განცხადებაში ასევე ასახულია იმ მოქალაქეთა მოსაზრებები, რომელბმაც არაერთხელ მიმართეს მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს და ეწინააღმდეგებიან ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევას.

როგორც საბჭოს წევრებს, ასევე ქალაქ ზუგდიდის მცხოვრებთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ გაცხადებული სურვილის განხორციელება ცალსახად დააზარალებს ქვეყნის დემოკრატიზაციისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესს.

ჩვენთვის ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია ქალაქ ზუგდიდისა და სხვა მუნიციპალიტეტებისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა, მთელი რიგი ობიექტური გარემოებების გამო:

● თვითმმართველობების გამსხვილება აშორებს ერთმანეთთან ხელისუფლებასა და მოსახლეობას;

● გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გართულდება მოქალაქეთათვის სხვადასხვა სახის მუნიციპალური სერვისების მიწოდების პროცესი;

● თვითმმართველობების გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებაზე დამოკიდებულების დონე, რაც არსებული შეზღუდული უფლებამოსილებებისა თუ მწირი ფინანსური რესურსების პირობებში ისედაც რთულ პრობლემას წარმოადგენს;

● სამწუხაროა, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, რომელთა მაგალითზეც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;

● მუნიციპალიტეტების გაყოფა, უფრო მეტი თვითმმართველი ერთეულის ჩამოყალიბება ხელს უწყობს ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების წარმოქმნას, რაც ამავე დროს ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძველსაც წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება დეცენტრალიზაციის პროცესის გაგრძელების თაობაზე არ სრულდება, უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას.

სამწუხაროა, რომ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს და საქართველოს პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს, განსხვავებით სხვა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებისაგან დღემდე არ გაუკეთებიათ მკაფიო განცხადება თვითმმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. ეს მაშინ როდესაც ადგილობრივი ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენლები და პარლამენტში ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი აქტიურად იყვნენ ჩართული კამპანიაში „ჩემი ზუგდიდი - ჩემი ქალაქი“, რომლის მიზანიც ზუგდიდისათვის სწორედ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭება იყო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობებს უარი თქვან 2014 წელს შექმნილი 7 ახალი თვითმმართველი ქალაქისა და ამდენივე თვითმმართველი თემის გაუქმება-გაერთიანებაზე, ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომლის მიზანიც არა თვითმმართველობათა გამსხვილება, არამედ მეტი თვითმმართველი ერთეულის შექმნა, მუნიციპალიტეტებისათვის ჯეროვანი უფლებამოსილებებისა და ფინანსური რესურსების გადაცემა უნდა იყოს.’’- ნათქვამია განცხადებაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
04 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდში, მერიის წინ კიდევ ერთი ხალხმრავალი აქცია გაიმართა „აგენტების კანონის“ გასაპროტესტებლად.
04 / მაისი 2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარაია მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.