GEM Fest-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების
შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბაქარ კორშიას ზუგდიდის
რაიონულმა სასამართლომ
აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ამასთან, მას მარიხუანის მოხმარების ფაქტზე 500 ლარის ჯარიმის გადახდა
დაეკისრა.
დაკავებულის ადვოკატი 50 ათასი ლარიანი გირაოს სანაცვლოდ მისი
წინასწარი პატიმრობისგან გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ
აღნიშნული არ გაითვალისწინა. დაცვის მხარე რაიონული სასამართლოს
გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ გეგმავს.
დაკავებული ბაქარ კორშია "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრია.
ბაქარ კორშიას ბრალად ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებულად დიდი
ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვა ედება. საქმე მის წინააღმდეგ 260-ე
მუხლის მეექსვე ნაწილით არის აღძრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში
დაკავებულს 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ან უვადო პატიმრობა
ემუქრება.
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს თბილისსა და ზუგდიდში „აგენტების“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილე გალელი სტუდენტების ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებას.
მეგრელების რწმენა - წარმოდგენით წმინდა გიორგი სამეგრელოს მკვიდრი და სამეგრელოში დაბადებული წმინდანია, მას წარმოგვიდგენდნენ როგორც ფიზიკურად მშვენიერს და ღონიერ ვაჟკაცს, თეთრ რაშზე მჯდომარეს და საგმირო საქმეების მოქმედს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები