ახალი ამბები
მერია ზუგდიდის სტადიონზე: ფედერაციის რეკომენდაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ (ვიდეო)
ზუგდიდის მერია სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შესაბამისი წერილით მიმართავს და სამუშაოებს მათი რეკომენდაციის მიხედვით გააგრძელებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა მამუკა ლოგუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი სტადიონის რომელიმე პარამეტრი, მათ შორის, ბეტონის კედელი არ შეესაბამება უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტებს, ფედერაციის რეკომენდაციები მშენებლობის მეორე ეტაპისთვის ტექნიკურ დავალებაში გადავა.



„საზოგადოებრივი დაინტერესების შემდეგ ვგეგმავთ ასეთი სახის კომუნიკაციას. ჩვენ მივმართავთ წერილით სფფ-ს, რათა მივიღოთ დამატებითი რეკომენდაციები, რომ სრულად იყოს გათვალისწინებული უსაფრთხოების ნორმები და სტადიონის ყველა პარამეტრი იყო სტანდარტებთან შესაბამისობაში. სტადიონი კი საბოლოოდ იმ ფორმით იქნება, რა მოლოდინიც გვაქვს. თუკი რომელიმე ნაწილი სტანდარტების დარღვევით ან თუნდაც მცირე ცდომილებით არის შესრულებული, იმ სტანდარტებამდე უნდა მივიყვანოთ, რომელსაც უეფას მესამე კატეგორიის სტადიონი უნდა აკმაყოფილებდეს“, - თქვა ლოგუამ.

მისივე თქმით, პროექტი მოწონებული იყო ფეხბურთის წინა ფედერაციის მიერ და ზუგდიდის მერიას პროექტის პარამეტრების სისწორესა და ვარგისიანობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონდა.

ლოგუა ამბობს, რომ მშენებლობის პირველი ეტაპი, რისთვისაც 9 მილიონია გათვალისწინებული, უახლოეს მომავალში დასრულდება, რის შემდეგაც მეორე ეტაპისთვის ახალი ტენდერი გამოცხადდება.



ზუგდიდის ახალი სტადიონის სათამაშო მოედანზე აშენებულმა ბეტონის კედელმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ისინი წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია. მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. კომპანიაში „დაგი“ კი ამბობენ, რომ ისინი სამუშაოებს პროექტის მიხედვით ასრულებენ. „რაც შეეხება იმას, შეესაბამება თუ არა ეს სტანდარტებს, ჩვენს კომპეტენციას ცდება“, - განაცხადეს სამშენებლო კომპანიაში.



თავის მხრივ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტადიონების განყოფილების ხელმძღვანელმა და უეფა-ს მედიაოფიცერმა მერაბ კვარაცხელიამ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს. მისივე თქმით, შესაძლებელია, რომ შეცდომა სამშენებლო კომპანიამ დაუშვა, თუმცა აქვე დასძენს, რომ კომპანია, სავარაუდოდ, უეფას, ფიფას და სფფ-ს სტანდარტებით მოქმედებდა. მისივე თქმით, ეს მისი, როგორც ექსპერტის შეფასებებია და ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დასკვნები მაშინ გახდება ცნობილი, როცა კომპანია სფფ-ს ოფიციალურად მიმართავს.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია. ის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის სტადიონის დამპროექტებელი: არ ვიცი, რომელ ბეტონის კედელზეა საუბარი

ექსპერტი: ზუგდიდის ახალმა სტადიონმა უეფას მესამე კატეგორიის სტანდარტი, შესაძლოა, ვერ დააკმაყოფილოს

დომენტი სიჭინავა მშენებარე სტადიონზე: ბეტონის მესერის აშენებისთვის ხელი არ მომიწერია (ვიდეო)

მერია მშენებარე სტადიონზე: ბეტონის გალავნის შემოვლება მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია

ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის სარტყელი შემოავლეს


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
მესტიაში სოფელ ნაკრაში რამდენიმე დღის წინ ავტომობილით მდინარეში გადავარდნილი სამი მოზარდიდან ერთ-ერთის, მე-12 კლასელი გოგონას ცხედარი
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 11 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 4 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.