რეგიონი
ბესლან ცვინარია: ენგურზე საბაჟო სამსახური უნდა ამოქმედდეს
დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ ბესლან ცვინარიამ 11 - თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, სამეგრელო - აფხაზეთის საზღვარზე საბაჟო სამსახური უნდა ამოქმედდეს. პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ საქონელი, რომლის შემოტანა აფხაზეთის ტერიტორიაზე აღმოსავლეთიდან აკრძალულია, უნდა აღირიცხოს, ხოლო დანარჩენზე - გადასახადი დაწესდეს.

ცვინარიამ აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, აკრძალული საქონლის ჩამონათვალში ციტრუსი, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო შედის.

მისი თქმით, ენგურის ხიდზე საბაჟო საგუშაგოს გახსნის საკითხი „აფხაზეთის მთავრობის დღის წესრიგში უკვე დგას და შესაბამისი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განსახილველად გაეგზავნა“. მებაჟე თვლის, რომ საკითხი შესაძლოა დადებითად უკვე მომავალ წელს გადაწყდეს.

„საქართველო საზღვარს ადმინისტრაციულად მიიჩნევს, თუმცა, თუ ჩვენ მას სახელმწიფო საზღვრად ვთვლით, იქ სახელმწიფო საზღვრის ყველა ატრიბუტი უნდა იყოს“, - ხაზი გაუსვა საბაჟოს ხელმძღვანელმა.

ცვინარიამ ასევე აღნიშნა, მისი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, „აღმოსავლეთ საზღვარზე მინერალური წყლის „ბორჯომის“ კონტრაბანდის მსხვილი პარტია ამოიღეს.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
დღის სიახლეები
01 / მაისი 2024
არქიმანდრიტი შიო (კვარაცხელია) მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აქვეყნებს პოსტს, რომელშიც სახარებიდან იუდეის მეფე ჰეროდეს ამბავს ახსენებს:
01 / მაისი 2024
2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და სეტყვის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
01 / მაისი 2024
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.