ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაცია: ზუგდიდის ახალ სტადიონზე ბეტონის კედელი უნდა მოირღვეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ექსპერტის მამუკა კვარაცხელიას თქმით, ზუგდიდში მშენებარე სტადიონზე ბეტონის კედლის მორღვევის რეკომენდაცია ფეხბურთელების უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაიცა. მისივე ცნობით, ასევე უნდა დაინგრეს კიდევ ერთი ბეტონის კედელი, რომელიც მაყურებელს სათამაშო მოედნის სრულად დანახვაში უშლიდა ხელს. ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ზუგდიდში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდნენ.

„რა თქმა უნდა, არის სხვადასხვა ხარვეზი, რომელიც უნდა გამოსწორდეს, თუმცა, მთლიანობაში, ნამდვილად უეფას სტანდარტების სტადიონი შენდება. ჩვენ აქ ეროვნული ნაკრები უნდა ვათამაშოთ“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.



ზუგდიდის ახალი სტადიონის სათამაშო მოედანზე აშენებულმა ბეტონის კედელმა სოციალურ ქსელში მომხარებლების უკმაყოფილება გამოწვია. ფეისბუკ მომხმარებლები წერდნენ, რომ ბეტონის გალავანი ფეხბურთელების უსაფრთხოებისთვის საშიშია. მოგვიანებით, საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდის მერიაში გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მშენებლობა სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. კომპანიაში „დაგი“ კი ამბობდნენ, რომ ისინი სამუშაოებს პროექტის მიხედვით ასრულებენ.

ზუგდიდის ცენტრალური სტადიონის პროექტი ძირითადი და სათადარიგო სტადიონის მშენებლობას ითვალისწინებს მთავარი მოედანი, რომლის სამუშაოები ოქტომბერში დასრულდა, 7 200-ზე მეტ მაყურებელს დაიტევს. ასევე, დაგეგმილია 1224 ადამიანზე გათვლილი სათადარიგო მოედნის მშენებლობა და განათების მოწყობა. მთავარი მოედანი ბუნებრივი საფარით, ხოლო სათადარიგო ხელოვნურით დაიფარება.

პროექტის საერთო ღირებულება 20 მილიონი ლარია, სტადიონის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 9 747 000 ლარი იყო გათვალისწინებული. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სტადიონები და დამხმარე ინფრასტრუქტურა 6,5 ჰექტარ მიწის ფართობს დაიკავებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის ახალი სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
05 / მაისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალურჯი ტრანსპორტის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს მუნიციპალიტეტის
05 / მაისი 2024
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში
04 / მაისი 2024
ზუგდიდში ახალაზრდების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია ,,აგენტების კანონის'' საწინააღმდეგოდ დღეს დასრულებულია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.