რეგიონი
ზუგდიდში ევროპის დღის აღნიშვნა მარათონით დაიწყება
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ზუგდიდში შუმანის დეკლარაციის 68-ე წლისთავის აღნიშვნას სხვადასხვა ღონისძიებებით გეგმავს. დღეს ქალაქის მთავარი ხეივნის გასწვრივ 12-დან 14 საათამდე მარათონი გაიმართება, რის გამოც, უსაფრთხოების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება.

ზუგდიდის საველე ოფისის ცნობით, წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის სოფლებს. აქ მცხოვრები სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა სახელწოდებით "ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები მუშაობის პროცესში" ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში 9 მაისს გაიმართება, სადაც კონკურსის გამარჯვებულიც გამოვლინდება.

გარდა ამისა, 9 მაისს პირველი საჯარო სკოლის ეზოში მოეწყობა ფრენბურთის ტურნირი, ვიქტორინა და ასევე სხვადასხვა წარმოდგენები.

"წლების განმავლობაში ტრადიციად იქცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის მიერ 9 მაისის ზუგდიდში აღნიშვნა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის მოწვევა ღონისძიებებში მონაწილეობისთვის შუმანის დეკლარაციის ერთობლივად აღნიშვნის მიზნით. გვინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ ეს დღე და ხელი შევუწყოთ ევროკავშირის შესახებ ზუგდიდის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად, ზუგდიდის საველე ოფისი გეგმავს მოაწყოს მარათონი ზუგდიდის ბულვარის ირგვლივ, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ზუგდიდის მცხოვრებლები, სკოლის მოსწავლეები ზუგდიდის საველე ოფისის მონიტორებთან ერთად", - ამბობს ზუგდიდის საველე ოფისის ხელმძღვანელი ჰაკან რაპი.

68 წლის წინ, 1950 წლის 9 მაისს, მაშინდელმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, გადადგა პირველი ნაბიჯი იმ ორგანიზაციის შექმნისკენ, რასაც დღეს ევროკავშირს ვუწოდებთ. 9 მაისს, შუმანის დეკლარაციის პრინციპების გათვალისწინებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს ევროპის დღეს.

ფოტო: ზუგდიდის საველე ოფისის არქივიდან

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.