ახალი ამბები
რატომ გამოცხადდა ხელახლა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე
ზუგდიდში არსებული ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე მერიამ ტენდერი ხელახლა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც წინა ტენდერი უარყოფით შედეგით დასრულდა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში მონაწილე ერთადერთმა კომპანიამ შპს „კელვინმა“ ტექნიკური დისკვალიფიკაცია მიიღო.

„სრულყოფლად არ არის მითითებული ინფორმაცია სამუშაოს შესრულებაში გამოსაყენებელი ტექნიკის შესახებ, კერძოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ტენიანობის ინდიკატორის და ნაკადის რელეს მწარმოებელი კომპანიის შესახებ“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ხელახლა მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. რადიო „ათინათს“ შპს „კელვინ“-ის დირექტორმა ზურაბ ომიაძემ უთხრა, რომ ტექნიკური დისკვალიფიკაცია „წვრილმანის“ გამო მიიღეს და ახალ ტენდერში მონაწილეობას ისევ გეგმავს.

„არასწორ შევსებაზეა საუბარი, თუმცა წვრილმანზე. შესაძლოა, ეს უფრო კომისიის ხარვეზი იყოს.  ისევ შევიტანთ წინადადებას“, - აღნიშნა ომიაძემ.

ახალ ტენდერში პრეტენდენტებს მონაწილეობის მიღება 18-დან 23 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, დაგეგმილია ყინულის მოედნის ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოები, გაყინვის სისტემების მოწყობილობების გამოცვლა-მონტაჟი, ასევე, განათებისა და გახმოვანების მოწყობა. რეაბილიტაციისთვის კი 407 830 ლარია გამოყოფილი.

ამავე ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა დაასრულოს, შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა კი სამი წელია.

ამავე თემაზე:

ზუგდიდის მერიამ ყინულის სახლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკმა ზუგდიდის მერიასთან ერთად, ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების ახალი პროგრამა
დღეს "ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი"-ს ოფისში, პროექტის ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესება" ფარგლებში, მეორე
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დღის სიახლეები
21 / მაისი 2024
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში 1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
21 / მაისი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციამ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გასამართი ღონისძიებების განრიგი გამოაქვეყნა.
21 / მაისი 2024
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესვენება გამოცხადდა სენაკში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებული აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო პროცესზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 20 °C
img
ფოთი 19 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.