ახალი ამბები
ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოებისთვის ტექნიკით აღჭურვილი გემები საქართველოსკენ მოემართებიან (ფოტო)
ანაკლიის პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოსთვის Van Oord-ის გემები საერთაშორისო პორტებიდან უკვე საქართველოსკენ გამოემართნენ და ისინი საზღვაო მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკას ჩამოიტანენ. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს.



მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში წამყვანი საზღვაო საინჟინრო კომპანიის გემები გემები საქართველოში უახლოეს დღეებში იქნებიან. ისინი დატვირთულია რეკლამაციის მასშტაბური სამუშაოებისთვის მოდერნიზებული მძიმე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომელიც დიდი რაოდენობით ქვიშის გადატანაზე სპეციალიზდება. მალევე, ანაკლიის სანაპიროზე შემოვა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი დამაღრმავებელი გემი „ათენა“, რომელიც ფსკერის დაღრმავების და ზღვიდან 5 მლნ კუბურ მეტრამდე ქვიშის ამოღების და ნაპირზე განთავსების სამუშაოებს შეასრულებს.

გარდა ამისა, საზღვაო სამუშაოებისთვის ანაკლიის პორტის ტერიტორიაზე მობილიზაცია უკვე მიმდინარეობს. ანაკლიას Van Oord-ის ჯგუფი ესტუმრა, რომელმაც პროექტის მენეჯერის, იაპ ბრუინსმას ხელმძღვანელობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან ერთად მოსამზადებელი გეგმა შეიმუშავა.



„მობილიზაცია დავიწყეთ. გემები საქართველოში მოემართებიან როტერდამიდან და დუბაიდან და მათ მალევე მოჰყვება დიდი დამაღრმავებელი. გემები დატვირთულია თანამედროვე ტექნიკით და სადრენაჟო სისტემით, რომლებსაც 2.5 კილომეტრის სიგრძეზე ზღვიდან ხმელეთამდე განვათავსებთ. ამის შემდეგ კი მივიღებთ გემს, რომელიც Van Oord-ის კუთვნილი უდიდესი დამაღრმავებელი გემია. გვეამაყება, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ნაწილი ვართ და ერთად ვმუშაობთ მისი განვითარებისთვის“, - განაცხადა Van Oord-ის პროექტის ხელმძღვანელმა იან ბრუინსმამ.

საზღვაო სამუშაოები ანაკლიაში 2018 წლის აგვისტოში იწყება. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი საზღვაო-ინფრასტრუქტურული კომპანია Van Oord-ი ჩაატარებს, რომელიც ანაკლიის პორტის აქციონერიც ხდება.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტის სახმელეთო სამუშაოები სრულდება (ვიდეო)

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
02 / მაისი 2024
სააღდგომო უქმეებთან დაკავშირებით, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი 3,4 და 5 მაისს დამთვალიერებელთათვის დაიხურება.
02 / მაისი 2024
დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" გაიმართება.
02 / მაისი 2024
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 14 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.